logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოში ახალი საწარმოები იხსნება, რომლებიც ასაქმებენ ჩვენს მოქალაქეებს და  აძლიერებენ საქართველოს საექსპორტო პოტენციალს
ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოში ახალი საწარმოები იხსნება, რომლებიც ასაქმებენ ჩვენს მოქალაქეებს და აძლიერებენ საქართველოს საექსპორტო პოტენციალს
12:55 15.07.2020
100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა და 15 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შექმნილ სპილენძისა და ალუმინის სადენების ახალ საწარმოში, რომელიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ოფიციალურად გახსნა.

საწარმოში ინვესტიცია განახორციელა თურქულმა კომპანიამ „Koç Kablo“. საწარმო აღჭურვილია მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიით, რაც სრულად ავტომატიზებულ წარმოებასა და დაბალ საწარმოო ფასს უზრუნველყოფს.

„ახალი საწარმო ძალიან მაღალტექნოლოგიური და კონკურენტულია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროდუქცია ექსპორტზე გააქვს. საწარმო შეიქმნა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სახელმწიფოს დახმარებით და მიუხედავად იმისა, რომ ახლადგახსნილია, ამ ეტაპზე, უკვე ასაქმებს 100 ადამიანს და მომავალში ამ მაჩვენებელს, პრაქტიკულად, გააორმაგებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, რომელსაც თურქეთის ერთ-ერთი ძლიერი და გამოცდილი კომპანია ახორციელებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმ სირთულისა, რაც ახლავს პანდემიას, იქმნება ასეთი ახალი საწარმოები, რომლებიც ასაქმებენ ჩვენს მოქალაქეებს და აძლიერებენ საქართველოს საექსპორტო პოტენციალს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

კომპანიას 2018 წლის თებერვალში პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ 9502 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი საექსპორტო პოტენციალიდან გამომდინარე. საწარმო, ძირითადად, პროდუქტს აწარმოებს საექსპორტო ბაზრებისთვის. ამჟამად კომპანიას მიღებული აქვს მსხვილი შეკვეთა ბურკინა-ფასოდან და განადან, ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს დიდ ბრიტანეთთან და ყურის ქვეყნებთან.

საწარმო, სრულად დატვირთვის შემდეგ, დაასაქმებს დაახლოებით 250 ადამიანს. მისი საწარმო სიმძლავრე წლის განმავლობაში არის 12 000 ტონა სპილენძისა და ალუმინის დამუშავება. რაც ფინანსური მაჩვენებლებით შეადგენს 300 მლნ ლარის ღირებულების პროდუქციის წარმოებას, 40 მლნ დამატებითი ღირებულების შექმნას და მილიონობით ლარის გადასახადების შედინებას ბიუჯეტში.

საწარმოს გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საწარმოს გენერალური დირექტორი ირაკლი ბრეგვაძე და სხვა ოფიციალური პირები და ბიზნესის წარმომადგენლები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა