logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ვოლსკი: ჩვენს ზოგიერთ კოლეგას ერთადერთი უსუსური ლოგიკა დარჩა იმისთვის, რომ გაამართლონ თავისი განცხადებები
გიორგი ვოლსკი: ჩვენს ზოგიერთ კოლეგას ერთადერთი უსუსური ლოგიკა დარჩა იმისთვის, რომ გაამართლონ თავისი განცხადებები
15:26 14.07.2020
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი განიხილება, კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებულ შეფასებებს და განცხადებებს უპასუხა.



"გამაოცა მარიამ ჯაშის განცხადებამ, რომ ჩვენ თითქოს ანტისახელმწიფოებრივად ვმოქმედებთ მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ვიცავთ. ან რა განცხადებებია ან რა ლოგიკაა ის, რომ სექტემბერში თურმე ვიღაცეები, ვინც სიაში არ იქნებიან მხარს აღარ დაუჭერენ ამ კანონპროექტს. ერთადერთი ეს უსუსური ლოგიკა დარჩათ იმისთვის, რათა გაამართლონ თავისი განცხადებები ჩვენმა ზოგიერთმა კოლეგამ. ან რა კონსტიტუციის დარღვევაზე გვესაუბრებიან? ძალიან სერიოზული კამათი შეიძლება იმაზე, რომ არსებობს თუ არ არსებობს სახელმწიფოს მონდომება, რომ სკოლებში ვითარება გამოსწორდეს. კი ბატონო, ამაზე არგუმენტებიც არსებობს და დავაც შეიძლება. ან წყალმომარაგების თემები უფრო სწრაფად უნდა მიდიოდეს იმიტომ, რომ კატასტროფა ელოდება მსოფლიოს თუ კი ეს ზომები დროულად არ იქნება გატარებული. ან რომელი საპარლამენტო ზედამხედველობის შემცირებაზეა საუბარი? ვერ მოინელეს ის, რომ ორი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მოვიდა, რომელსაც კითხვებსაც დაუსვამ და ანგარიშის წარმოდგენაც მოსთხოვ. რა პარლამენტი დამცირდა ამით და როდის შეიძლება ლოგიკური დავარქვათ იმ განცხადებებს, რომლებიც ზოგიერთ გამომსვლელს ჰქონდა. გამორიცხულია პარლამენტის უფლებამოსილების შემცირება იმასთან დაკავშირებით თუ კი ჩვენ მთავრობას დავავალებთ, რომ გადაარჩინეთ საზოგადოება და მოსახლეობა იმისგან, რაც შეიძლება მთელ მსოფლიოს დაემართოს. არ არის მდგომარეობა კარგად და ყველამ კარგად ვიცით ეს ამბავი. გვეკითხებიან თუ რატომ არ ვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას, რომლის მხოლოდ ამ პირობებში შეიძლება ადამიანების უფლებების შეზღუდვა. ძალიან საკამათოა ეს პრინციპიც, მაგრამ კამათი ამ თემაზე რომ გაგრძელებულიყო უფრო ლოგიკური იქნებოდა. ის ლოგიკა, რომ ვიღაცას სექტემბერში ეწყინებოდა, რომ სიაში ვერ მოხვდა ეს არის არა მარტო უსუსური, არამედ მავნებლური პოზიცია", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა