logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: „ქართლი ტექსტილი“ 3 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის
გიორგი გახარია: „ქართლი ტექსტილი“ 3 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის
14:44 14.07.2020
არ შემეძლო აქ არ მოვსულიყავი რამდენიმე მიზეზის გამო. მიზეზი ნომერი ერთი, რომ მართლაც, დღეს, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რუსთავში შენდება ახალ საწარმო, რომელიც 3 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსთავში, "ქართლი ტექსტილის" ქარხნის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, მთავრობის საზრუნავი, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაა.


"ეს არის დღეს ჩვენი პრიორიტეტი. ყველას კარგად გვესმის, რომ ეკონომიკური კრიზისების პირობებში, ჩვენს მოქალაქეებს უბრალოდ შემოსავალი დააკლდათ ოჯახში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესზე დარტყმის მინიმიზირება მოვახდინოთ და ახალი სამუშაო ადგილები შევქმნათ იმასთან ერთად, რომ არსებული სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


გიორგი გახარიას თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად 4 თვეში შეიქმნება 3 000 სამუშაო ადგილი, ეს საწარმო ამოქმედდება და ეს არის სერიოზული მიღწევა რეგიონისთვის და ქალაქისთვის.


"მე ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენი ვიყავი, როდესაც "აჭარა ტექსტილი" იწყებდა მუშაობას და ეს თანამშრომლობა იყო ძალიან დინამიური. ეს იყო საწარმო, ჯერ აჭარაში, შემდგომ იყო ფოთში, მათ შორის ქობულეთში და ეს არის მე-4 საწარმო დღეს, აქ, რომელიც ფაქტობრივად, ქართული მსუბუქი მრეწველობის ავანგარდია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ, ასე დარგობრივად, სექტორულად უნდა მივყვეთ. ეს არის საწარმო, რომელიც ამზადებს, კერავს საექსპორტო პროდუქციას", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დღეს, მთავრობის უპირველესი პრიორიტეტია ეკონომიკაზე, ბიზნესზე კრიზისის ზემოქმედების მინიმიზაცია და რაც მთავარია, კრიზისის პირობებშიც, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.


"ეს არის, რასაც ჩვენ თავიდან ვამბობდით, რომ გამოვიყენოთ კრიზისი, როგორც შესაძლებლობა. ამ საწარმოში შეკერილ ნაწარმს, გამოიყენებენ და ისარგებლებენ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებები და სპორტსმენები. ეს არის ის, როდესაც ჩვენ, ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ, როდესაც აწერია ნაწარმს, პროდუქტს, რომ ნაწარმოებია საქართველოში. გავუფრთხილდეთ ბიზნესს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და რა თქმა უნდა, გავაძლიეროთ ადგილობრივი წარმოება. გილოცავთ და ვულოცავ რუსთაველებს ამ დიდ მიღწევას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


რუსთავის საწარმო - "ქართლი ტექსტილი" სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად 4 თვეში სრული დატვირთვის ამუშავდება და საქართველოს 3 000 მოქალაქეს დაასაქმებს.


ტერიტორია, სადაც საწარმო იფუნქციონირებს, კომპანიას სახელმწიფომ გადასცა. "ქართლი ტექსტილი" მთლიანი ინვესტიციის, 20 მლნ ლარის ნახევარი (10 მლნ) ეკონომიკის სამინისტროს - "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში მიღებული სესხია.


საწარმო - "ქართლი ტექსტილი" "აჭარა ტექსტილს" ეკუთვნის, რომელსაც ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში სამი სამკერვალო ფაბრიკა აქვს. "აჭარა ტექსტილი" წლიურად 15 მლნ-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტს ახორციელებს. ის თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma და ა.შ. დასაქმებულია 3500 ადამიანი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა