logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  ბექა ლილუაშვილი: გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარდება დარგები, გაიზრდება დასაქმება, ადამიანის შემოსავლები
ბექა ლილუაშვილი: გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარდება დარგები, გაიზრდება დასაქმება, ადამიანის შემოსავლები
11:35 14.07.2020
საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ბიზნესსექტორში ლიკვიდობის შესანარჩუნებლად და პრობლემის ხარისხის შესამსუბუქებლად, კერძო სექტორისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ადეკვატური, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე სექტორული პრეზენტაცია წარადგინეს.

ბექა ლილუაშვილის თქმით, სექტორულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებული შეხვედრის დროს საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა თავიანთი შეფასებები და რეკომენდაციები წარადგინეს.

"ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს მთავრობას უწევს კონსულტაციას ეკონომიკური პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებით. ეს არის ფისკალური ეკონომიკური პოლიტიკა, სექტორული ეკონომიკური პოლიტიკა და მონეტარული პოლიტიკა. ჩვენ ვმართავთ შეხვედრებს ქართველ ექსპერტებთან, საექსპერტო ჯგუფებთან, ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ განვიხილოთ საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები თითოეული ამ მიმართულებით", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პრეზენტაციის შეფასების დროს, პრემიერის მრჩეველმა სხვადასხვა მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.

"ის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ეხება საქართველოში კვალიფიციური მუშახელის განვითარებას, დიგიტალიზაციას, პროცესების ელექტრონულად გარდაქმნას, ასევე რიგ ღონისძიებებს, მაგალითად საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას, ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებას, საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდისკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, არის სწორი და მნიშვნელოვანი. ექსპერტების რეკომენდაცია იყო, რომ ამ თვალსაზრისით საქართველომ გააგრძელოს არსებითი ძალისხმევის და ნაბიჯების გადადგმა. ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ კონცენტრირება ბიზნესგარემოზე და მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება იმისთვის, რომ ზოგადად, ბიზნესგარემო გაუმჯობესდეს და განვითარდეს ქვეყანაში.
გლობალური პროცესების შედეგად გაჩნდა ახალი შესაძლებლობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საქართველოში მობილიზების. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესს იმისთვის, რომ საქართველოში მოხდეს უცხოური ინვესტიციების განხორციელება, განსაკუთრებით პროდუქტიულობაზე ორიენტირებული ინვესტიციების, რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარდება ეს დარგები, იქ შეიქმნება დამატებითი პროდუქტიულობის შესაძლებლობები, გაიზრდება დასაქმება, ადამიანის შემოსავლები და ა.შ.", - აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა