logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: სასიხარულია, რომ არსებობს გარკვეული ოპტიმიზმი განსაკუთრებით იმის ფონზე,  რამდენად აქტიურად ამოქმედდა ადგილობრივი ტურიზმი
ნათია თურნავა: სასიხარულია, რომ არსებობს გარკვეული ოპტიმიზმი განსაკუთრებით იმის ფონზე, რამდენად აქტიურად ამოქმედდა ადგილობრივი ტურიზმი
18:53 13.07.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მათი დარეგულირების საკითხები განიხილა.
შეხვედრას სასტუმროების, ტურისტული ასოციაციებისა და ტუროპერატორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მინისტრმა ინდუსტრიას ის წესები და რეგულაციები გააცნო, რომელიც გავრცელდება იმ ხუთი ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებზე, ვისთანაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გახსნა. გარდა ამისა, სექტორი გაეცნო ინფორმაციას სპეციალური ელექტრონული პლატფორმებისა და აპლიკაციის შესახებ, რომლითაც საქართველოში ჩამოსვლის მსურველი ბიზნეს ვიზიტორები ისარგებლებენ.
ნათია თურნავას განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრია კოვიდ 19-ის გავრცელების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა, ამიტომ ინდუსტრიასთან შეხვედრა პერიოდულად ხდება და მათ სჭირდებათ მუდმივი მონიტორინგი.
"ტურიზმის სექტორს მთელი მთავრობა ძალიან ინტენსიურად ვეხმარებით, რათა შევუმსუბუქოთ კრიზისის ზემოქმედება და ეს სირთულე ნაკლები დოზით იგრძნონ. დღევანდელ შეხვედრაზე გარდა იმისა, რომ მოვისმინეთ მათ წინაშე არსებული გამოწვევები და ვისაუბრეთ მათ გადაჭრაზე, გავაცანით სიახლეები, განსაკუთრებით იმ 15 ქვეყანაში მიმდინარე ეპიდვითარებაზე, რომელთან ერთადაც საქართველო ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, დარგში არსებული გამოწვევების მიუხედავად, სასიხარულია, რომ არსებობს გარკვეული ოპტიმიზმი განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ რამდენად აქტიურად ამოქმედდა ადგილობრივი ტურიზმი.
"ინდუსტრიას მოვუყევით იმ ძალიან მასშტაბურ საინფორმაციო და მარკეტინგულ კამპანიაზე, რომელიც წამოვიწყეთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, მათ შორის აქ მცხოვრებმა უცხოელებმა იმოგზაურონ საქართველოში და საქართველოსთვის, რათა ყველამ ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას", - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა