logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ნადარეიშვილი: მნიშვნელოვანია, შევუწყოთ ხელი კონკრეტული ინოვაციური პროექტების განხორციელებას
ირაკლი ნადარეიშვილი: მნიშვნელოვანია, შევუწყოთ ხელი კონკრეტული ინოვაციური პროექტების განხორციელებას
10:58 09.07.2020
„ჩვენ ვახორციელებთ მასშტაბურ პროგრამებს ტურისტული სექტორის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში, მეორე მხრივ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულების მხარდაჭერაც. სწორედ მათი სინერგიაა ის პრიორიტეტი, რომელსაც დღეს განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა სახელმწიფოსა და ბიზნესის მხრიდან,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ტურიზმის სფეროში მომუშავე სტარტაპების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრა თბილისის ტექნოპარკში გაიმართა და მასში ასევე მონაწილეობდნენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი ავთანდილ კასრაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

შეხვედრაზე განიხილეს სტარტაპ ეკოსისტემის და ტურიზმის მიმართულების ერთობლივი პროექტები, გამოიკვეთა არაერთი საინტერესო მიმართულება და მოხდა შეთანხმება თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯების შესახებ. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ შევუწყოთ ხელი კონკრეტული ინოვაციური პროექტების განხორციელებას, რომლებიც ხელმისაწვდომი და გამოყენებადი იქნება, როგორც უშუალოდ ტურისტებისთვის, ასევე ტურისტული სექტორისთვის.

აღინიშნა, რომ გაგრძელდება აქტიური მუშაობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აგრეთვე მასში შემავალი სსიპ-ების ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და ტურიზმის სფეროში მომუშავე ტექნოლოგიური სტარტაპების მონაწილეობით, რათა აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად შეიქმნას ინოვაციური ტურისტული პროდუქტები, ან მოხდეს არსებულის ადაპტირება პანდემიის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა