logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: ორი ურთიერთმონათესავე პოლიტიკური პარტია ერთმანეთის საპირისპირო ლოგიკას ავითარებს და ვერ თანხმდება, რის გამო გვისაყვედუროს
ნათია თურნავა: ორი ურთიერთმონათესავე პოლიტიკური პარტია ერთმანეთის საპირისპირო ლოგიკას ავითარებს და ვერ თანხმდება, რის გამო გვისაყვედუროს
18:50 08.07.2020
„ევროპული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ეს ორი ურთიერთმონათესავე პოლიტიკური პარტია და მისი ორი წარმომადგენელი ერთმანეთის საპირისპირო ლოგიკას ავითარებს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნისთვის საზღვრის უპირობო გახსნასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი საყვედურს გამოთქვამს იმის გამო, რატომ არ გაუხსნა მთავრობამ საზღვრები უფრო მეტ ქვეყანას, მაგალითად თურქეთსა და პოლონეთს, თუმცა საკითხავია, რამდენად იცნობს ის თურქეთში არსებულ ვითარებას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე კი აცხადებს, რატომ გაუხსენით ამ ხუთ ქვეყანას საზღვარიო.

„იქნებ ერთმანეთში ადებატოთ ეს ორი პარტია და იქნებ ერთ მესიჯზე ჩამოყალიბდნენ. მე აქედან ერთი აზრი გამომაქვს, რომ ვერ ხედავენ ზუსტად რის გამო უნდა გვისაუყვედურონ. რეალურად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ გეგმაზომიერად და დროულად“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 30 ივნისს ევროკავშირმა გამოაქვეყნა 15 ქვეყნისგან შემდგარი უსაფრთხო ქვეყნების სია, რომელშიც საქართველოც შედიოდა, თითოეულმა ქვეყანამ თავისი კონკრეტული წესები შემოიღო - ვიღაცამ საერთოდ უარი თქვა ჩვენთვის საზღვრის გახსნაზე, ვიღაცამ განსაკუთრებული შეზღუდვები დაგვიწესა და ჩვენც ანალოგიურად უნდა წავიდეთ.

„აქედან გამომდინარე, არ იყო გამართლებული ჩვენც ყველასთან გაგვეხსნა საზღვრები. ახლა ჩვენ ეს ხუთი ქვეყანა გმოვყავით, რომელთაც ჩვენც გაგვიხსნეს საზღვრები, სადაც ზომიერი ეპიდვითარებაა და სადაც პირდაპირი ფრენების პერსპექტივა გვაქვს. თუმცა, ჩვენ დამატებითი კონტროლის ბერკეტებს ვაწესებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა