logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: პანდემიით შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს
ლევან დავითაშვილი: პანდემიით შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს
12:49 08.07.2020
კახეთში ატმის კრეფის სეზონი აქტიურ ფაზაშია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ფერმერებს შეხვდა, ატმის კრეფაში მიიღო მონაწილეობა და სამაცივრო მეურნეობაში პროდუქტის დაბინავების სამუშაო პროცესს გაეცნო.
"კორონავირუსის პანდემიით შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. სამაცივრო მეურნეობები, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა, არის უმნიშვნელოვანესი რგოლი იმისათვის, რომ ფერმერმა სტაბილურად და მაღალ ფასში მოახდინოს პროდუქციის რეალიზება. ამ ეტაპზე, ინტენსიურად მიმდინარეობს კრეფა, დასაქმებული არიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები. ვფიქრობ, წელს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სეზონია. პროცესიც შეუფერხებლად მიმდინარეობს და ფასებიც მაღალია; ფერმერები კმაყოფილები არიან. ეს არის ჩვენი სისტემური მიდგომის შედეგი. საკოორდინაციო შტაბი აქტიურად მუშაობს, რომ იმპორტიორებს შემოსვლის პრობლემა არ ჰქონდეთ, ამავე დროს, ყველა შესაბამისი რგოლი ჩართულია, რომ პროცესები იყოს უსაფრთხო", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ლევან დავითაშვილი, კახეთის მხარის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, მეწარმე სოსო გიოშვილის სამაცივრო მეურნეობაში იმყოფებოდა. სოსო გიოშვილმა შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა (952,500 ლარი), გურჯაანის რაიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამაცივრო მეურნეობა ააშენა და სასოფლო- სამეურნეო ტექნიკაც შეიძინა.
მინისტრმა და მხარის გუბერნატორმა, ფერმერის, მალხაზ ჯოხაძის ბაღში ატმის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, წლევანდელი მოსავლის როგორც დაბინავებით, ასევე ატმის ფასით, ფერმერები კმაყოფილები არიან.
ატმისა და ვაშლატამას (ნექტარინი) საექსპორტო მაჩვენებელი 6 ივლისის მდგომარეობით, 1,397 ტონას შეადგენს. ატმისა და ვაშლატამას წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი 35 ათასი ტონაა. აღსანიშნავია, რომ დაბინავების პროცესში ჩართულია 20 სამაცივრო მეურნეობა. ატმის ჩაბარების ფასი 1,00 - 1,50 ლარია, ვაშლატამასი კი, 1,40 – 2,00 ლარი.
მინისტრთან და მხარის რწმუნებულთან ერთად, რეგიონში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კიაზო ახალაია და სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა