logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: რისკი უნდა ავიღოთ იმ მიმართულებებზე, საიდანაც COVID-19-ის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ ტრადიციულად, მაღალია ტურისტების ნაკადი
ივანე მაჭავარიანი: რისკი უნდა ავიღოთ იმ მიმართულებებზე, საიდანაც COVID-19-ის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ ტრადიციულად, მაღალია ტურისტების ნაკადი
09:52 08.07.2020
"რისკი უნდა ავიღოთ იმ მიმართულებებზე, საიდანაც COVID-19-ის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ ტრადიციულად, მაღალია ტურისტების ნაკადი და შესაბამისად, შემოსავლები", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საზღვრების გახსნის მიზანშეწონილობაზე საუბრისას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ზუსტად იყოს დათვლილი რეალური რისკი და პოტენციური სარგებელი.
"კიდევ ერთხელ, მინდა განვმარტო თუ რატომ ვართ ფრთხილები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. ქვეყნები, საიდანაც საქართვეველოში ტურისტების ლომის წილი შემოდიოდა, სამწუხაროდ, დღეს ეპიდემიის პიკში არიან და მათთან არ შემცირებულა ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უფრო დაბალი გავრცელებაა, რისკი მაინც არსებობს. შეიძლება ჩვენ ასეთი რეალური სურათის წინაშე დავდგეთ: მივიღებთ ეკონომიკურად ძალიან მცირე შედეგს, მაგრამ ტურისტების რაოდენობა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საქართველოში ვირუსი გავრცელდეს. რეალური რისკი და პოტენციური სარგებელი ამ შემთხვევაში არ ბალანსდება. ზოგი ამბობს, რომ ეს რისკი 2-3 თვის შემდეგაც იქნება და ამიტომ გარდაუვალია საზღვრების გახსნა, მაგრამ ჩვენ რისკი უნდა ავიღოთ იმ მიმართულებებზე, საიდანაც კორონავირუსის გავრცელების ალბათობა დაბალია, მაგრამ ტრადიციულად, მაღალია ტურისტების ნაკადი და შესაბამისად, შემოსავლები. ეს არის დაბალანსებული და სწორი რისკი. არასწორი იქნება რისკი, თუ ჩვენ გავუხსნით საზღვარს ქვეყანას, საიდანაც ბევრი ტურისტი შემოდის და დიდია ვირუსის გავრცელების რისკიც. ევროკავშირის ქვეყნებს ჩვენ შემდეგნაირად ვუდგებოდით - იქ, საიდანაც ჩამომსვლელების რაოდენობა ასე თუ ისე მატერიალურად საინტერესოა, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიის ქვეყნები და ამავდროულად, რისკი დაბალია, ეს უკვე ნიშანია, რომ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება და საზღვრის გახსნა, მაგრამ საიდანაც დაბალია გავრცელების რისკი, მაგრამ ამავდროულად, ტურისტებიც ძალიან ცოტაა და მატერიალური ხელშესახები შედეგი ამას არ აქვს, შეიძლება ვირუსის მინიმალური გავრცელება მოჰყვეს. მაგალითად, იტალიამ საქართველოს საზღვარი არ გაუხსნა საზღვარი. რატომ, საქართველო ხომ უსაფრთხოა? თუმცა მათ შეხედეს, რომ მატერიალური თვალსაზრისით ეს არაა საინტერესო მიმართულება და ის მინიმალური, ნოლთან მიახლოებული რისკიც კი არ აიღო, თუმცა დიდ ბრიტანეთს გაუხსნეს საზღვარი, საიდანაც გავრცელების რისკი უფრო დიდია, თუმცა ამ რისკზე წასვლა იტალიას უღირს, იმიტომ რომ მატერიალურად მნიშვნელოვანია და მასშტაბურია დიდი ბრიტანეთიდან ჩასულთა რაოდენობა. ჩვენც ამ ლოგიკით უნდა ვიხელმძღვანელოთ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
როგორც მან აღნიშნა, უახლოეს პერიოდში, როგორც კი საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, ასევე ზოგადად, რეგიონში შენელდება ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი და გაუთანაბრდება ევროპის მაჩვენებლებს, ბევრად უფრო გამართლებული იქნება რისკის აღება და მინიმალური გავრცელების რისკის დაშვება და საზღვრების გახსნა, რადგან ქვეყანა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებს ტურიზმიდან.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა