logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რომან კაკულია:  მიგვაჩნია, რომ ეკონომიკის გახსნის შემთხვევაში, მასზე უფრო მეტი ტვირთი იქნებოდა
რომან კაკულია: მიგვაჩნია, რომ ეკონომიკის გახსნის შემთხვევაში, მასზე უფრო მეტი ტვირთი იქნებოდა
19:50 07.07.2020
"პანდემიის დაწყების შემდეგ, ბევრი ეკონომისტი მსოფლიოში ამბობდა, რომ ეკონომიკური რეცესია ეს არის არა მხოლოდ შედეგი, არამედ ამ პანდემიის მკურნალობის საშუალება. ეს მძიმე დასკვნა იყო, მაგრამ ეს არის ის დიაგნოზი, რომელიც დაისვა და ეს იყო სწორი. სამწუხაროდ, სხვანაირად ამის მკურნალობა რომ არ შეიძლებოდა ეს დადგინდა. მე ვეთანხმები, ბატონ ვანო მაჭავარიანს - ჩვენ რომ გაგვეხსნა საზღვარი და ვირუსის გავრცელების 10 შემთხვევა დაფიქსირებულიყო, ოპოზიცია იტყოდა, რომ რა დროს ეკონომიკა იყო, როდესაც ადამიანების ჯანმრთელობაზეა საუბარიო და ახლა ეს თემა არის პირიქით ", - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.



მისივე თქმით, მეორე რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო მასშტაბით გაიცა არის ის, რომ მთავრობებს მოუწევთ არაპოპულარული გადაწყვეტილებების, რაც გამოწვევაა და იმედია, რომ საზოგადოების სწორად შეაფასებს ამ გადაწყვეტილებებს.



"არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელსაც არ ექნება უარყოფით მხარე. უბრალოდ, სასწორზეა საუბარია, შენ როგორ მიგაჩნია, რომელ მხარეს უფრო მეტი ტვირთია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უფრო მეტი ტვირთი არის იმ მხარეს, თუ ჩვენ ეკონომიკას გავხსნიდით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვხედავთ შედეგებს, როდესაც ადამიანი უმუშევარი დარჩა, ვიღაცას შეიძლევა წასვლა უნდოდა სხვა ქვეყანაში და სხვა. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ტვირთი ეკონომიკაზე გაცილებით მაღალი ხარისხის იქნებოდა თუ შემოვიდოდა დესტაბილიზაცია, რომელიც შემოაქვს უკვე ვირუსის გავრცელების ფაქტორს და იმ გარკვეულ პანიკას, რომელიც ამას თან ახლავს ხოლმე", - განაცხადა რომან კაკულიამ.



მისივე თქმით, მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს საუბარი იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო ტურიზმში ადამიანები აღარ დახარჯავენ თავიანთი დანაზოგების დიდი ნაწილს.



"ახლა ჩვენ შიდა ტურიზმისთვის მეტ-ნაკლებად კარგი მოცემულობა გვაქვს, სწორედ იმიტომ, რომ დაკეტილია ქვეყანა. ქვეყნის გახსნის შემთხვევაში, ეს მოცემულობა დაზიანდებოდა", - განაცხადა რომან კაკულიამ.​

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა