logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ თუ გვინდა ეკონომიკას გავუფრთხილდეთ, უნდა ვმართოთ ეპიდემია
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ თუ გვინდა ეკონომიკას გავუფრთხილდეთ, უნდა ვმართოთ ეპიდემია
20:35 06.07.2020
"ჩვენ თუ გვინდა ეკონომიკას გავუფრთხილდეთ, უნდა ვმართოთ ეპიდემია", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემა "დღის ქრონიკაში" სტუმრობისას.

მისი თქმით, ეკონომიკის აღდგენისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არსებული სიტუაციის შენარჩუნებას, როდესაც საქართველო, პრაქტიკულად, Covid19--ისგან თავისუფალ ქვეყნად მიიჩნევა.

"ხშირად ამბობენ ეკონომიკა თუ Covid19--ის გავრცელება?! დამერწმუნეთ, ეკონომიკისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ეპიდემიის მართვა და მისი ფართოდ გავრცელების შეზღუდავა. მიშვებული ეპიდემიის პირობებში არც ეკონომიკა გაქვს და გავრცელებაც მასშტაბურია. თუ ავიღებთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის მაგალითს ვნახავთ, რომ ზოგიერთმა, ვირუსის მიმართ ძალიან ღია და ლიბერალური მიდგომა გამოიჩინა, იმისათვის რომ ეკონომიკა არ დაეზარალებინა. ზოგიერთმა ქვეყანამ კი, ერთთვიანი ან 6-კვირიანი მკვეთრი კარანტინი დააწესა. იქ, სადაც ეკონომიკური აქტივობა არ შეიზღუდა 4-5 თვის ჯამური ეფექტი მიიღეს შემდეგი: ქვეყანაში არის 10-ჯერ მეტი დაღუპული, ეკონომიკა კიდევ უფრო შენელებული, ვიდრე იმ ქვეყანაში, რომელმაც 4-6 კვირის ფასი გადაიხადეს, სრულად დაკეტა ქვეყანა, მაგრამ დღეს, გაცილებით უფრო ოპტიმისტია იქაური მომხმარებელი და გაცილებით უფრო ოპტიმისტურად გამოიყურება ქვეყნის ეკონომიკაც. დამერწმუნეთ, ეს არის ყველაზე სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილება, ჯობია, რომ ვიყოთ უფრო მკვეთრები, მაგრამ უფრო მკაფიოები და დამაჯერებლები. როცა საჭირო იყო მაქსიმალურად ჩავკეტეთ და როცა ვნახეთ რომ რისკი არ არის, გავხსენით მაქსიმალურად. ახლა ვხედავთ, რომ გარედან ვირუსის შემოსვლის რისკი მაღალია და მისი ეკონომიკური ფასი ძალიან მცირეა," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა