logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: უნგრეთის მინისტრი მიესალმა ჩვენს გადაწყვეტილებას, რომლითაც „ვიზიარი“ ევროპიდან ჩვენი მოქალაქეების გეგმაზომიერ ჩამოყვანაში დაგვეხმარება
ნათია თურნავა: უნგრეთის მინისტრი მიესალმა ჩვენს გადაწყვეტილებას, რომლითაც „ვიზიარი“ ევროპიდან ჩვენი მოქალაქეების გეგმაზომიერ ჩამოყვანაში დაგვეხმარება
18:50 06.07.2020
„საქართველო და უნგრეთი, სპეციალური მუშა- ჯგუფის ფარგლებში, პროცედურებს შეიმუშავებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება, ძალიან ფრთხილად გაიხსნას ჩვენი ბაზარი უნგრეთის ვიზიტორებისთვის და ასევე უნგრეთის საზღვრები საქართველოდან წამსვლელებისთვის, რათა არ დაზარალდეს ის დადებითი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც გვაქვს ორივე ქვეყანაში და ეს პროცესი ძალიან აქტიურად წარიმართება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ორივე ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მინისტრებმა შეხვედრაზე გაამახვილეს ყურადღება, უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარს“ შეეხებოდა. ნათია თურნავას განცხადებით, უნგრული ავიაკომპანია საქართველოში ძალიან აქტიურად მუშაობს და იმ პირობებში, რომელიც მას საქართველოში შეუქმნეს, მნიშვნელოვნად გააფართოვა საქმიანობის არეალი.

„ჩვენი უნგრელი სტუმარი მიესალმა ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რათა „ვიზიარი“ ჩავრთოთ ჩვენს სამთავრობო პროგრამაში, რომელიც გულისხმობს ჩვენი თანამემამულეების გეგმაზომიერ ჩამოყვანას ევროპიდან. „ვიზეარი“ ჩვენი ერთ-ერთი მოკავშირეა ამ პროგრამაში. რასაკვირველია, „ვიზეართან“ ერთად ველოდებით იმ პერიოდს და ერთად ვმუშაობთ, როდესაც შევძლებთ უფრო მასობრივი რეგულარული ფრენების აღდგენას. ამ ეტაპზე კი, უნგრული ავიაკომპანია ჩვენი მოქალაქეების გეგმაზომიერ ჩამოყვანაში დაგვეხმარება,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა