logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ხანიშვილმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა
გიორგი ხანიშვილმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარადგინა
18:02 06.07.2020
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა წარადგინა.

სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია უძღვებოდა.

„სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო პროექტების განვითარების სააგენტოს, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და ექსტენციის სამსახურების ბაზაზე შეიქმნა და, შესაბამისად, ძირითად მიმართულებებს აერთიანებს. უკვე დაიწყო სააგენტოს სერტიფიცირების პროცესი ევროპულ სტრუქტურებში, რაც საშუალებას მოგვცემს გვქონდეს წვდომა დარგის მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ მხარდამჭერ პროექტებზე და საგრანტო კონკურსებშიც ჩავერთოთ“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ სამინისტრომ შეძლო სოფლის მეურნეობისთვის ბევრი მიმართულებით შეექმნა დამატებითი საშეღავათო გარემო.

სხდომაზე საუბარი შეეხო კოოპერატივების გამსხვილების, სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტის ზრდის, სასათბურე მეურნეობების განვითარების, კომპლექსური პროექტების განხორციელების, მექანიზაციით უზრუნველყოფის საკითხებს.

„რეალობა ისაა, რომ კიდევ უფრო მეტად გვინდა სოფლის მეურნეობის დაფინანსება. თუმცა, თავისთავად ცხადია, ნამდვილად ძალიან დიდი შრომაა გაწეული. ვეცდებით, კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ საკომიტეტო მოსმენები, ვინაიდან დიდია ინტერესი და ეს დღევანდელმა სხდომამაც ცხადყო“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ სხდომის დასასრულს. მან წარმატებები უსურვა სამინისტროს წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ კომიტეტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად დაუჭერს მხარს სამინისტროს ყველა ახალი პროექტის განხორციელებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა