logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს Bolero & Company საწარმო ხაზებს აფართოებს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს Bolero & Company საწარმო ხაზებს აფართოებს
15:10 03.07.2020
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკისა და შპს Bolero & Company-ს პარტნიორობის შედეგად ღვინის საწარმო ხაზების გაფართოებასა და წარმოებისათვის მნიშვნელოვანი დანადგარების შესაძენად 18 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტიცია კომპანიას სამომავლო განვითარების, წარმოების ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ახალ შესაძლებლობას იძლევა.

„გვიხარია რომ პარტნიორობა შპს Bolero & Company-სთან გრძელდება. კომპანია 2012 წელს დაარსდა და საქართველოში ღვინისა და საკონიაკე სპირტების ექსპორტის სფეროში დღესდღეობით ლიდერ პოზიციას იკავებს. შპს Bolero & Company ფლობს საკუთარ ვენახებს კახეთში. ექსპორტს კი აწარმოებს შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, უკრაინა. 2015 წელს კომპანია გაფართოვდა, ახალი ტექნოლოგიებით აღიჭურვა და გააუმჯობესა წარმოება. კომპანიის მენეჯმენტმა საწარმოს მეტად განვითარების მიზნით დამატებითი ინვესიტიციები განახორციელა. მიგვაჩნია, რომ კომპანია რომელიც ამდენი წელია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე კიდევ უფრო მეტად მომგებიანი იქნება და წარმოების ზრდითა თუ ახალი სამუშაო ადგილების შექმნით საკუთარ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ ქოქოსაძემ.

ინფორმაციისთვის, 2015 წელს შპს Bolero & Company-მ სახელმწიფოსგან გრუზვინპრომის ქარხანა შეისყიდა. აღნიშნული ქარხანა 1929 დაარსდა. ის წარმოადგენდა ცენტრალურ ქარხანას, რომელიც დამატებით 10 ქარხანას აერთიანებდა და კახეთის რეგიონში ყურძნის მიღებას უწევდა კოორდინაციას.

გრუზვინპრომში აღდგენილი იქნა ერთ-ერთი უძველესი და საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ქვევრის ღვინის მარანი, რომელიც 224 ქვევრისაგან შედგება. თითოეულის მოცულობა 2500-4000 ლიტრია და ქვევრების, როგორც ნაკეთობის ასაკი ბევრად ადრეულია, ვიდრე თვით მარნის დაარსების თარიღი. აღსანიშნავია, რომ ახალ მარნებში ქვევრების საერთო რაოდენობა ახლაც იზრდება. გრუზვინპრომში 2 ჰექტარზე მეტ ფართობზე, -1 და -2 დონეზე აღდგა საბრენდე სპირტის საძველო მიწისქვეშა საცავები. ამჟამად კომპანიის საკუთრებაში დაახლოებით 15000 მუხის კასრია და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. საფუძველი ჩაეყარა საქართველოში (და არა მხოლოდ) ყველაზე მოცულობით სპირტის რეზერვების ბანკს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა