logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ჩვენი თანამოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანა სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან ორგანიზებულად, ხელმისაწვდომი, სუბსიდირებული ფასებით მოხდება
ნათია თურნავა: ჩვენი თანამოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანა სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან ორგანიზებულად, ხელმისაწვდომი, სუბსიდირებული ფასებით მოხდება
15:54 02.07.2020
სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებიდან ორგანიზებულ ჩამოყვანას სუბსიდირებული ფასებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ეს დავალება მთავრობის წევრებმა პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს და ორშაბათს უკვე ფრენების კონკრეტული გრაფიკი და ლოკაციები გამოქვეყნდება.

„დღეს პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება - საუბარია იმაზე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროთან ერთად, უნდა ვიმუშაოთ ავიაკომპანიებთან და ორშაბათს უკვე გამოვაქვეყნოთ კონკრეტული გრაფიკი და ლოკაციები, საიდანაც კვლავაც, როგორც ამას აქამდე ვახორციელებდით, ორგანიზებულად, ხელმისაწვდომი, სუბსიდირებული ფასებით მოხდება ჩვენი ემიგრანტების, თანამოქალაქეების საქართველოში ჩამოყვანა სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან. ეს პროგრამა პანდემიის პერიოდშიც ძალიან აქტიურად და წარმატებით ხორციელდებოდა - გეგმაზომიური გამოყვანა და არა სტიქიური, საითკენაც ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი მოგვიწოდებს, უზრუნველყოფს იმას, რომ ეს ადამიანები დროულად მოხვდნენ საქართველოში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი უსაფრთხოდ განხორციელდეს და არ მოხდეს დამატებითი ეპიდემიოლოგიური ზეწოლა ქვეყნის მოსახლეობაზე. მინისტრის განმარტებით, საქართველოში დაბრუნების შემდგომ ყველას ექნება კარანტინის გავლის შესაძლებლობა - სახელმწიფოს დაფინანსებით.

„ჩვენ ორშაბათს უკვე დავასახელებთ ამ ლოკაციებს და ეს იქნება ძალიან ნათელი, ყველასთან შეთანხმებული გრაფიკი. ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ბილეთები შედარებით იაფად, სუბსიდირებულ ფასად შეიძინონ და აგრეთვე ეცოდინებათ, საიდან და როდის, რომელი ავიაკომპანიით შეძლებენ ჩამოსვლას“, - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ პროგრამის განხორცილებისას მაქსიმალურად იქნება დაცული კონკურენციის პრინციპი, შესაბამისად, მასში რამდენიმე ავიაკომპანია ჩაერთვება.

„ჩვენ, მათ შორის ჩვენი სამინისტრო, ყოველთვის ვიყავით მომხრე საავიაცო დარგში მეტი კონკურენციისა - ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ჩვენს ბაზაზე „ვიზეარი“ გაფართოებულიყო, შემოსულიყო კომპანია „რაინეარი“, ასევე სხვა ავიაკომპანიები და აქაც ამ პრინციპს მაქსიმალურად დავიცავთ - ეს იქნება რამდენიმე კომპანიის მონაწილეობით შესრულებული პროგრამა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა