logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ანტიკრიზისული ბიუჯეტი მოწონებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან
ივანე მაჭავარიანი: ანტიკრიზისული ბიუჯეტი მოწონებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან
20:47 26.06.2020
ანტიკრიზისული ბიუჯეტი მოწონებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან -აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარინმა.

მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილებები ასახავს იმ საჭიროებებს, რომლებიც დგას მოქალაქეებისა და ბიზნესის წინაშე.

,,თქვენ გახსოვთ, ისტორია დაიწყო იქედან, რომ ითქვა თითქოს ეს არის ბიუჯეტი, რომელიც თავს თავში მოიცავს ამომრჩევლის მოსყიდვას იმიტომ, რომ საკმაოდ მოცულობითი დახმარების პაკეტი მომზადდა. დასაწყისში დაგვაბრალეს, რატომ ვაძლევთ კომპენსაციას მოქალაქეებს 6 თვის განმავლობაში, რომ ეს არის მოსყიდვა და ა.შ. მერე აღმოჩნდა, რომ თურმე ეს არის "ფეიკბიუჯეტი", რომელიც მოსახლეობის ინტერესებს არ ემსახურება. ყველანაირ აზრს მოვისმენთ, ამაში არ არის პრობლემა, მაგრამ მთავარი არის, რომ ეს ბიუჯეტი მოწონებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. რომ გადახედოთ სხვადასხვა,მათ შორის, მეზობელ ქვეყნებს, ჩვენი და ჩვენზე ძლიერი შესაძლებლობების ქვეყნებს, მათთან შედარებით ძალიან ოპტიმალური ბიუჯეტია ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც იღებენ კომპენსაციას.

,,ჩვენ ვიცით რა პრობლემებიც დგას. მაგალითად, ის რომ ყველა ადამიანს ვისაც სჭირდება დახმარება, ვერ დაუდასტურდა შემოსავალი. ამაზე ვმუშაობთ და შევეცდებით მაქსიმალურად ყველას დავეხმაროთ. უამრავჯერ მოხდა ცვლილება და შეიცვალა კრიტერიუმები. გავზარდეთ ვადები, ასევე, კომპენსაციების მიმღებ პირთა სიაში შევიყვანეთ ის ადამიანები, რომლებიც 2019 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში 3 თვე მაინც მუშაობდნენ. გაფართოვდა სია, რათა მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა მიიღოს კომპენსაცია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს გარკვეულ წესებზე დაყრდნობით.

ეს არის გადასახადის გადამხდელთა ფული და ბიუჯეტის ხარჯვას თავისი წესი და პრინციპები აქვს", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, გლობალური პანდემიის გამო შექმნილმა ვითარებამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა ის ხარვეზი, რომელიც უკავშირდება თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის საკითხს.

,, საერთოდ, ჩვენი სოციალური და კულტურული ხარვეზია ის, რომ ჩრდილოვან სფეროშია ბევრი დასაქმებული, რომ გვყავს არაიდენტიფიცირებადი პირები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეღავათიანი და დაბალი საგადასახადო რეჟიმები გავქვს. ზოგ შემთხვევაში, ისინი ნულოვანი განაკვეთით იბეგრებიან, ზოგ შემთხვევაში 1%-ით იბეგრება მცირე მეწარმე. მიუხედავად ამისა, ისინი არ რეგისტრირდებიან.

ახლა ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მივიღოთ მათგან დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის, საუბარი არის იმაზე, რომ სეზონურად დასაქმებულ მოქალაქეებს, რომლებიც ინტენიურად კვეთდნენ საზღვარს მივცეთ დახმარება. ვცდილობთ ასეთი ახალი ალგორითმები მოვარგოთ მათ.

ახლა, ყველას და ყველაფრის გაკრიტიკება შეიძლება. ხარვეზი ყოველთვის იარსებებს, მაგრამ მთავარია, სწორ პრინციპებზე იყოს აგებული დახმარების პაკეტი და ვიყოთ გულწრფელები და იმ შეცდომებზეც არ შეგვეშინდეს ლაპარაკი, რაც შეიძლება მოგვივიდეს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა