logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: უახლოეს წლებში ნომერ პირველი ამოცანა ქართული წარმოების აღორძინებისა და განვითარების პროცესში სამუშაო ადგილების შექმნა იქნება
ნათია თურნავა: უახლოეს წლებში ნომერ პირველი ამოცანა ქართული წარმოების აღორძინებისა და განვითარების პროცესში სამუშაო ადგილების შექმნა იქნება
20:06 26.06.2020
"პრემიერ-მინისტრის ანგარიშში, ეკონომიკისა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით გამოვყოფდი ბოლო 12 თვეში ყველაზე მნიშვნელოვან რამდენიმე მიმართულებას და მიღწევას - ეს არის, რა თქმა უნდა, ის, რომ 2019 წელს გვქონდა ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, გამოვყოფდი ასევე რეფორმებს, რისი შედეგიც იყო, რომ როდესაც გავიჭირდა, ძალიან სწრაფად დაგვიდგა გვერდში დონორთა საზოგადოება, მაგრამ პირველ რიგში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ხაზგასასმელია, არის ის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდა ქართული, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პრიორიტეტი" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიშის შეფასებისას განაცხადა
მინისტრის თქმით, პროგრამა "აწარმოე საქართველოში" იქცა ძალიან მძლავრ ბერკეტად, პროგრამად, რომელიც, პრაქტიკულად, მოიცავს ყველა ბიზნესექტორს. "ანტიკრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში პროგრამის ბიუჯეტიც გაიზარდა და თითქმის ნახევარ მილიარდ ლარს აღწევს. ამ პროგრამის ეგიდით შეგვიძლია დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესს ( პროგრამა, ძირითადად, ამისკენ არის მიმართული), დავეხმაროთ ქართულ წარმოებას, რომელიც ასევე ქართული რესურსების გადამუშავებაზე არის ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ჩვენი პროდუქცია ექსპორტზეც უნდა გავიტანოთ, მაგრამ, პირველ რიგში, საკუთარ ბაზარს უნდა მივაწოდოთ კონკურენტუნარიანი პროდუქცია კონკურენტუნარიან ფასად. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან მიმართულებებს, რომლებზეც პრემიერმა პარლამენტის წევრების წინაშე ისაუბრა. " ანგარიშში საუბარი იყო დაჩქარებულ პრივატიზაციაზე, წიაღისეულის ლიცენზიების დაჩქარებულ გაცემაზე, შემცირებულ ბიუროკრატიაზე, იმაზე, რომ გვექნება ერთიანი "ფრონტ-ოფისი", რომელიც იუსტიციის სახლებში გაიშლება და ადამიანებს, რომლებსაც, მაგალითად, ექნებათ მიკროგრანტის მიღების ან პროგრამის ფარგლებში რომელიმე სხვა დახმარების მიღების სურვილი, არ უწევდეთ თბილისში ჩამოსვლა. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთი დიდი პროგრამის ნაწილია - ჩვენ უნდა დავეხმაროთ და ავაღორძინოთ ქართული წარმოება. უახლოეს წლებში ნომერ პირველი ამოცანა ქართული წარმოების აღორძინებისა და განვითარების პროცესში სამუშაო ადგილების შექმნა იქნება" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა