logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 გიორგი გახარია: საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იმპულსი, რამაც შეიძლება სწრაფი ეკონომიკური ზრდა მოგვცეს, შესაძლოა იყოს ევროკავშირთან  კავშირგაბმულობა  შავი ზღვის საშუალებით
გიორგი გახარია: საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იმპულსი, რამაც შეიძლება სწრაფი ეკონომიკური ზრდა მოგვცეს, შესაძლოა იყოს ევროკავშირთან კავშირგაბმულობა შავი ზღვის საშუალებით
19:33 26.06.2020
შესანიშნავი საკანონმდებლო ჩარჩო, საკანონმდებლო ინფრასტრუქტურა გვაქვს ევროკავშირთან, მაგრამ პრობლემა გვაქვს ტრანსპორტირების, რადგან სახმელეთო საზღვარი არ გვაქვს. პრობლემურია შავი ზღვა, შავი ზღვის საშუალებით კავშირგაბმულობა არის გასაძლიერებელი. საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იმპულსი, რომელმაც შეიძლება სწრაფი ეკონომიკური ზრდა მოგვცეს, ეს შესაძლოა, იყოს შავი ზღვის საშუალებით კავშირგაბმულობის სწრაფად დალაგება ევროკავშირთან. ამან შეიძლება ზრდის ისეთი იმპულსი მისცეს ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც ვერ წარმოგვიდგენია. ბევრი პრობლემაა, მაგრამ ეს ერთ და ორ დღეში ვერ მოგვარდება, ეს არის სამუშაო, ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ვმუშაობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, დეპუტატ დავით სონღულაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესების ევროპის ბაზარზე გასვლის სტრატეგიას შეეხებოდა.



მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ თვალსაზრისით არის დიდი შესაძლებლობები, თუმცა ბევრი რამ არის გასაკეთებელი.



"ჩვენ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, შეთანხმება გვაძლევს შესანიშნავ სამართლებრივ ჩარჩოს, თუმცა პრობლემები არსებობს. DCFTA ათვისებული, ფაქტობრივად, ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით არ აქვს, განსაკუთრებით, რაც შეეხება საშუალო ბიზნესს, მცირეზე საერთოდ არაფერს ვლაპარაკობ. აქ არის დიდი შესაძლებლობები, თუმცა ბევრი რამ არის გასაკეთებელი. გარდა ფინანსურ რესურსზე წვდომისა, რასაც აწარმოე საქართველო და სხვა ფორმატები უზრუნველყოფენ, აქ კომპეტენციაც არის, ტექნოლოგიური და კიდევ ბევრი პრობლემაა, ლოგისტიკის, წვდომის პრობლემაცაა,"- განაცხადა პრემიერმა.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა