logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: დღევანდელ დღემდე 560 000-მა ადამიანმა მიიღო დახმარება და ეს ყველაფერი გრძელდება
გიორგი გახარია: დღევანდელ დღემდე 560 000-მა ადამიანმა მიიღო დახმარება და ეს ყველაფერი გრძელდება
18:37 26.06.2020
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა, როგორც მოქალაქის სოციალური დახმარების, ასევე ეკონომიკური ნაწილი - ბიზნესის დახმარების, ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო ციკლში ვართ და, სამწუხაროდ, რაღაც ისე ხელწამოსაკრავად ჰგონიათ, სინამდვილეში ეს ასე არ არის. დღევანდელ დღემდე 560 000-მა ადამიანმა მიიღო დახმარება, ფაქტია, ეს არის ფინანსთა სამინისტროს მიერ ხაზინიდან განხორციელებული გადარიცხვები,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მანვე ყურადღება გაამახვილა იმ დახმარებებზე, რომლებიც თვითდასაქმებულებმა, სოციალურად დაუცველებმა, მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ფერმერებმა და სხვ. მთავრობისგან მიიღეს.

„შეიძლება ბევრი ვიდავოთ - ცოტაა?! ბევრია?! საკმარისია?! ვიღაცას შეიძლება 10 000 მისცენ და აგერ ბატონი ჭიაბერაშვილი უპრობლემოდ დაჰპირდებოდა ყოველ შემთხვევაში. აქედან 99 336 თვითდასაქმებულს ჩაერიცხა 300 ლარი, ერთჯერადად. 90 775-ს ჩაერიცხა 200 ლარი, რომელიც 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ჯამში იქნება 1 200 ლარი. 196 496 ადამიანს, ეს არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ 65 000-დან 100 000-ქულამდე, უკვე ჩაერიცხა ეს დახმარება. 22 900 ადამიანს, მრავალშვილიან ოჯახს ჩაერიცხა დახმარება. 42 000 შშმ პირს, მათ შორის, არასრულწოვნებს, ჩაერიცხა ეს დახმარება. 28 000 ფერმერს დაერიცხა ჰა-ზე 200 ლარიანი დახმარება, 72 000-მა ფერმერმა ისარგებლა აგროდიზელით და ა.შ. რეალურად, ეს ყველაფერი გრძელდება. ბატონმა რომანმა ბრძანა, რომ 300 000 თუ 400 000 ადამიანი მოატყუეთო. გასაკვირი არითმეტიკა აქვს. არავინ მოგვიტყუებია, ბოლომდე მივყვებით, ყველა ადამიანამდე მივალთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რამდენჯერმე გაისმა აქ, რომ Covid-ფონდის თანხებს რას უპირებთ, რისთვის ინახავთო - ვინახავთ მეორე ტალღისთვის. მოგეხსენებათ, ამ კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევაა არაპროგნოზირებადობა და ჩვენ ვართ მზად, წლის ბოლომდე ქვეყნის ფინანსური მდგრადობა არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი. გავიგეთ, რომ საკმარისი არ არის, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ მაღალი ხარისხის გაურკვევლობის პირობებში მინიმალური სოციალური უზრუნველყოფის სტანდარტი იყოს დაცული. თითოეულ ამ რჩევას, როგორ გამოვიყენოთ ეს Covid-ფონდის თანხა, ბატონებო, თქვენი რჩევების მიხედვით გამოვიყენებ, ზუსტად, გაგახსენებთ ამას მერე, რომ არ დაიწყოთ პოლიტიკური სპეკულაციები, გაგახსენებთ და გეტყვით, რომ აი თქვენ როგორც გვირჩიეთ ზუსტად ისე გამოვიყენეთთქო,“- მიმართა პრემიერმა დეპუტატებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა