logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია:  2019 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იყო 5.1% - პროგნოზზე უფრო მეტი, ამ თვალსაზრისით ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო წელი
გიორგი გახარია: 2019 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იყო 5.1% - პროგნოზზე უფრო მეტი, ამ თვალსაზრისით ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო წელი
14:47 26.06.2020
ეკონომიკა რჩება ჩვენი ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად. როგორც კი ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება, მართლწესრიგი, შიდა უსაფრთხოება არის გარანტირებული, ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ეკონომიკის განვითარებაზე. საბოლოო ჯამში, ეს დადის თითოეულ მოქალაქემდე და სიღარიბის დაძლევამდე. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტი და ხერხემალი არის ძლიერი კერძო სექტორი, თავისუფალი კერძო სექტორი, რომელიც ქმნის ახალ დამატებით სამუშაო ადგილებს, რაც არის ერთადერთი ინსტრუმენტი სიღარიბის დასაძლევად. ეს არის ჩვენი ძირითადი განმსაზღვრელი ეკონომიკური პოლიტიკის და თავის მხრივ, სამუშაო ადგილების შექმნა არის ერთადერთი საშუალება სწრაფად და ეფექტურად სიღარიბის დაძლევის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური პოლიტიკა არ ნიშნავს მხოლოდ გადასახადების შემცირებას. მისი თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის ყველაზე განმსაზღვრელი კომპონენტი არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა.

"შეუძლებელია ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი, თუ ქვეყანაში არ არის სიმშვიდე და სტაბილურობა. შეუძლებელია ეკონომიკის განვითარებაზე ვისაუბროთ, თუ ქვეყანაში არ არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა. მაკროეკონომიკური სტაბილურობა არის ფუნდამენტი, რომელზეც შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ბიზნესის და სხვა სფეროების განვითარებაზე,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2019 წელი ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
"2019 წელი ამ თვალსაზრისით იყო ერთ-ერთი საუკეთესო წელი. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო ყველაზე დაბალი და ეს არის ქართული ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემა, რომელიც არ არის დაძლეული. მაგრამ აქ იყო შესაბამისი შედეგები და პროგრესი მიღწეული, ისევე როგორც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2019 წელს იყო 5.1%, პროგნოზზე უფრო მეტი. აქვე მინდა აღვნიშნო მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ფისკალური პარამეტრების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ფისკალური კონსოლიდაციის ეფექტურობა, რაც ასევე იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი 2019 წელს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები მშპ-თან მიმართებაში შემცირდა 21%-მდე, აქედან შრომის ანაზღაურებაზე მიმართული ხარჯები შემცირდა 3.6 %-მდე. საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, იმიტომ რომ, ფისკალური კონსოლიდაცია იყო ეფექტური, ჩვენ შევძელით ხარჯები გაგვეზარდა 8.4 %-მდე. 2019 წლის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი იყო 2.7 % და მთავრობის ვალის ზღვრული მაჩვენებელი იყო 39.8%. შესაბამისად, სწორედ ამ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სიმყარემ მისცა შესაძლებლობა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებს,  სააგენტოებს,  FITCH-ს და S&P-ს, გაეზარდათ საქართველოს რეიტინგი BB სტაბილურამდე, თუმცა, ცხადია, ობიექტურად უნდა ვისაუბროთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ეკონომიკური და მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით 2019 წელი დაასრულა და 2020 წელში შევიდა საკმაოდ მყარად, რა თქმა უნდა, გლობალურმა პანდემიამ, და შემდგომმა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, ეს ყველაფერი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ და საერთოდ, ქვეყანა დააყენა ახალი გამოწვევების წინაშე. ამიტომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ გარკვეულ პროგრესზე, მიღწევებსა და შედეგებზე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სასტარტო პირობები და ის, სადაც დღეს ვართ, არის აბსოლუტურად სხვადასხვა" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა