logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გადასახადების ადმინისტრირების ახალი გამარტივებული პროცედურები - განხილვა
გადასახადების ადმინისტრირების ახალი გამარტივებული პროცედურები - განხილვა
12:41 26.06.2020
გადასახადების ადმინისტრირების განახლებული წესების წარდგენისა და განხილვის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს მთავრობისა და ბიზნეს სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მომზადებული ცვლილებები, რომლითაც მნიშვნელოვნად მარტივდება ადმინისტრირების პროცესები, ბიზნესისთვის იზოგება დრო და მცირდება დანახარჯები. მათ შორის:

● გადასახადის გადამხდელების მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებებიდან, ერთ ობიექტზე დღეში ერთხელ განცხადების განხილვა განხორციელდება უსასყიდლოდ, თუ ამ განცხადებით ჩამოსაწერი საქონლის ღირებულება არ აღემატება 100 ლარს.
● საზოგადოებრივი კვების ობიექტებს შეეძლებათ გამარტივებულად (თვეში ერთი ანგარიშგებით), საგადასახადო ორგანოს მხრიდან ადგილზე გასვლის, დათვალიერებისა და საფასურის გადახდის გარეშე, ჩამოწერონ გასული თვის განმავლობაში დაზიანებული/გაფუჭებული საქონელი.
● დგინდება სურსათის დანაკარგების ოდენობა სავაჭრო ობიექტებისთვის, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით.

ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომდგენლებთან საუბრისას, შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთი ეფექტიანი ნაბიჯი გადადგა საგადასახადო სისტემის ადმინისტრირების ლიბერალიზაციის მიმართულებით. გამარტივებული საგადასახადო სისტემა კი სწორედ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და კომპანიების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად.

,,დადგენილი საფასურისგან გათავისუფლდა იმ განცხადებების განხილვა, რომლითაც მოთხოვნილია არაარსებითი ღირებულების დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერა. აგრეთვე, როგორც ცნობილია, დაზიანებული საქონლის შენახვა დაკავშირებულია გარკვეულ დანახარჯებთან. კერძოდ, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, ყოველდღიურად უფიქსირდებათ დაზიანებული საქონელი და ჩამოწერის პროცედურების სირთულის გამო, უწევთ ამ საქონლის რეალიზაციაში ასახვა და შესაბამისად, დაბეგვრა. ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად მომზადებული ცვლილებების თანახმად, კვების ობიექტებს, რომლებსაც აქვთ მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვა, ასევე, არ არიან დაჯარიმებული საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის და ა.შ. შეეძლებათ გამარტივებულად (თვეში ერთი ანგარიშგებით), საგადასახადო ორგანოს მხრიდან ადგილზე გასვლის, დათვალიერების და საფასურის გადახდის გარეშე, ჩამოწერონ გასული თვის განმავლობაში დაზიანებული/გაფუჭებული საქონელი. გარდა ამისა, დგინდება სურსათის დანაკარგების ოდენობა სავაჭრო ობიექტებისთვის, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით“, - განაცხადა ლევან კაკავამ.

შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსმა კომპანიების წარმომადგენლების დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც, საგადასახადო კონტროლის მეთოდოლოგიის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ლევან სირანაშვილმა საქონლის ჩამოწერის ახალი წესების შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში გამართულ შეხვედრას შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე მამუკა ბარათაშვილი, ანალიტიკური დეპარტმენტის უფროსი ზაალ ტყეშელაშვილი, საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი რომან ბუღაძე, ასევე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზემოაღნიშნული საკითხების მარეგულირებელი ნორმები, მათ შორის, ინფორმაცია 100 ლარამდე ღირებულების საქონლის ჩამოწერის განცხადებების საფასურისაგან გათავისუფლების თაობაზე (საქართველოს მთავრობის N96 დადგენილება), საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის საქონლის ჩამოწერის გამარტივებული წესების თაობაზე (საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანება) და სავაჭრო ობიექტებისთვის სურსათის დანაკარგების თაობაზე (შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება N16117) განთავსებულია შემდეგ ბმულებზე:


https://matsne.gov.ge/ka/document/view/2800?publication=90
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1167835?publication=110
https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?doc_id=10948


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა