logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
"მთავარ არხთან" დაკავშირებით სუსი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"მთავარ არხთან" დაკავშირებით სუსი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
18:46 25.06.2020
სუსი "მთავარ არხზე" გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია მთავარი არხის გადაცემა „შაბათის მთავარში“ გავიდა სიუჟეტი, რომელიც მოსახლეობის დეზინფორმირების მიზნით სიცრუეზე აგებული. კერძოდ მასში საუბარია თითქოსდა მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, მედპერსონალი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას (3000-დან 10000 ლარამდე) სთავაზობენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ, საბოტაჟის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხნენ ის პირები, რომელთა ინტერვიუებიც, ტელეკომპანია მთავარმა არხმა „შაბათის მთავარში“ გააშუქა. მოქალაქეებმა, რომლებიც სიუჟეტში არიან ნაჩვენები, გამოკითხვის დროს განაცხადეს, რომ ტელეკომპანია მთავარი არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტში, მათი ინტერვიუები იყო დამონტაჟებული, კერძოდ მათ ჟურნალისტს განუცხადეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, მედპერსონალის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სიკვდილის მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების თაობაზე, მიუხედავად აღნიშნულისა, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ მოახდინა მათი აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუების შეგნებულად არასწორი თარგმანი და მოახდინა ფაქტების დიამეტრულად განსხვავებული ინტერპრეტაციით გაშუქება, რის გამოც აღნიშნულმა პირებმა გამოხატეს დიდი უკმაყოფილობა და მოითხოვეს ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება.

გამოძიებით გამოიკვეთა, რომ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, ცალკეულ დაინტერესებულ ჟურნალისტებზე დაყრდნობით, მოამზადა დეზინფორმაციული შინაარსის სიუჟეტი, რომლის მიხედვით თითქოსდა ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილთა ოჯახის წევრებთან დაკავშირებას და მათთვის თანხის შეთავაზებას, იმისათვის რომ მათ განეცხადებინათ, თითქოს მათი ოჯახის წევრი გარდაიცვალა ვირუსის შედეგად. აღნიშნული ქმედებით ტელეკომპანია „მთავარი არხი“, ერთის მხრივ შეეცდებოდა ხელისუფლების დისკრედიტაციას და დაადანაშაულებდა მას მიზანმიმართულ უკანონო ქმედებაში, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოებაში დათესავდა დაუცველობის განცდას და მსოფლიოში გამოცხადებული ახალი კორონა ვირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირების გზით, უარყოფით ზემოქმედებას მოახდენდნენ მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა მათ სამართლიან პროტესტს და ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებას.
გამოძიება ინტენსიურად გრძელდება საბოტაჟის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე გადაწყდება შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხი.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს", - ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა