logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მეფუტკრეობის დარგის განვითარების და თაფლის წარმოების ხელშეწყობის საკითხებზე მორიგი შეხვედრა გაიმართა
მეფუტკრეობის დარგის განვითარების და თაფლის წარმოების ხელშეწყობის საკითხებზე მორიგი შეხვედრა გაიმართა
17:16 25.06.2020
ქვეყანაში მეფუტკრეობის დარგის განვითარების და თაფლის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებისა და საერთაშორისო ორგანიზაციის MercyCorps კავკასიის ალიანსების პროგრამის წარმომადგენლებმა მორიგი შეხვედრა გამართეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ ვრცლად ისაუბრა მეფუტკრეობის დარგის განვითარების მიზნით შემუშავებულ სახელმწიფოს პროგრამებზე, ასევე, თაფლის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, იმისათვის, რომ ქართული თაფლი კონკურენტუნარიანი გახდეს საერთაშორისო ბაზარზე და გაიზარდოს ექსპორტი, მნიშვნელოვანია განვითარდეს თაფლის წარმოების სრული ჯაჭვი, გამსხვილდეს წარმოება, შეიქმნას მეფუტკრე ფერმერთა მონაცემთა ბაზა, რაც ხელს შეუწყობს წარმოებული პროდუქციის მიკვლევადობას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი გარკვეულწილად შეცვალა, აღნიშნული მიმართულებით მუშაობას სამინისტრო აქტიურად განაგრძობს.

ონლაინ გამართულ შეხვედრაზე, საერთაშორისო ორგანიზაციის MercyCorps პროექტის კავკასიის ალიანსების პროგრამის წარმომადგენლებმა მათ მიერ შემუშავებულ თაფლის ლაბორატორიული ანალიზების თანადაფინანსების სქემა წარმოადგინეს და მის ეკონომიკურ შედეგებზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყანაში არსებული ახალი რეალობის გათვალისწინებით, სამინისტროს წარმომადგენლები განიხილავენ კავკასიის ალიანსების პროგრამის წარმომადგენელთა ინიციატივის მხარდაჭერის შესაძლებლობებს. მიღებული გადაწყვეტილების განხილვა მომდევნო შეხვედრაზე მოხდება.
ონლაინ შეხვედრაში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანიც მონაწილეობდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა