logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“ - სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალ პროგრამას იწყებს
„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“ - სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალ პროგრამას იწყებს
16:33 25.06.2020
„იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი“ არის საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა, რომელიც მიმართულია ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გავრცელების გამო დეველოპერულ, სამშენებლო სექტორში წარმოშობილი ეკონომიკური სიძნელეების დაძლევისაკენ.

პროგრამა ითვალისწინებს უძრავ ქონებაზე მოთხოვნის სტიმულირებას სხვადასხვა კომპონენტის მეშვეობით. მისი მიზანია უძრავ ქონებაზე წვდომის გაუმჯობესება იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები ან/და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კომერციულ ბანკში აღებული იპოთეკური კრედიტის გადახდის შესაძლებლობა.

აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია ზემოხსენებულ სექტორში წარმოშობილი იმ გამოწვევების საპასუხოდ, როგორებიცაა: დეველოპერული კომპანიების შემცირებული წვდომა კაპიტალზე, წინასწარი გაყიდვების მაჩვენებლის ვარდნა, უძრავი ქონების ფასების შესაძლო შემცირება სამშენებლო პროექტის დასრულების რისკების ზრდა და ა.შ.

პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს - კომერციულ ბანკში აღებული სესხის პროცენტის თანადაფინანსების ნაწილი და კომერციულ ბანკში აღებული იპოთეკური კრედიტის საგარანტიო ნაწილი. აღნიშნული კომპონენტებით სარგებლობა ერთ სესთან მიმართებით შესაძლებელია, როგორც ცალ-ცალკე, ასევე პარალელურად.

პროგრამის სუბსიდირების კომპონენტი მოიცავს სააგენტოს მიერ პროგრამის ბენფიციარისათვის 5 წლის მანძილზე მის იპოთეკურ კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაფინანსებას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის შესაბამისა, კერძოდ, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობაა რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 4.5 %-ის ოდენობით, რაც დღეის მდგომარეობით არის 4%. სააგენტოს თანადაფინანსების წილი მცირდება რეფინანსირების განაკვეთის შესაბამისად იმ დრომდე სანამ რეფინანსირების განაკვეთი გაუტოლდება 5%-ს.

პროგრამის საგარანტიო კომპონენტი მოიცავს სააგენტოს მხრიდან იპოთეკური კრედიტების გარანტიით უზრუნველყოფას ინდივიდუალური სესხის არაუმეტეს 20%-სა და თითოეული კომერციული ბანკის პორტფელის არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. გარანტია წარმოადგენს სააგენტოსა და კომერციულ ბანკებს შორის კომერციული ბანკების მიერ საგარანტიო კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხების დეფოლტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური რისკის გადანაწილების ინსტრუმენტს. გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება მაქსიმუმ 5 წლის ვადით. ამასთან, ნებისმიერ დროს ბანკი ბენეფიციართან შეთანხმებით უფლებამოსილია გამოათავისუფლოს სახელმწიფო გარანტია და ჩაანაცვლოს სხვა უზრუნველყოფით.

მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურ პირს პროგრამის საგარანტიო ნაწილის ფარგლებში ჩართვის შესაძლებლობა აქვს მიმდინარე წლის 15 დეკემბრის ჩათვლით გაცემულ იპოთეკურ კრედიტებზე, ხოლო სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში ჩართვის შესაძლებლობა აქვს მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაცემულ იპოთეკურ კრედიტებზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა