logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: ავსტრიული OMV - ის შემოსვლა კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, არის გამჭვირვალე და მიმზიდველი მსოფლიო ნავთობგიგანტებისთვის
ნათია თურნავა: ავსტრიული OMV - ის შემოსვლა კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, არის გამჭვირვალე და მიმზიდველი მსოფლიო ნავთობგიგანტებისთვის
13:18 25.06.2020
ევროპის საუკეთესო ათეულში შესული ავსტრიული ნავთობკომპანია OMV საქართველოში ღია საერთაშორისო ტენდერში გამარჯვების შედეგად საქართველოში ნავთობისა და გაზის მოძიება - მოპოვების სამუშაოებს განახორციელებს, - ამის თაობაზე დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, "ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო, მათ შორის, ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში, არის იმდენად გამჭვირვალე, მიმზიდველი და გასაგები მსოფლიო მნიშვნელობის ნავთობმოპოვების გიგანტებისთვის, რომ ნომერ მეორე ავსტრიულმა და ნომერ მეათე ევროპულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ საქართველოში შემოსვლის ინტერესი გამოიჩინა და მასთან კონტრაქტი უახლოეს მომავალში გაფორმდება."
2020 წლის 22 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია OMV PETROM S.A გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია სეისმოსაძიებო სამუშაოების განხორციელების შემდეგ, ბურღვას შეუდგება. აღნიშნულ ავსტრიულ კომპანიას უკავშირდება რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული "დომინოს" საბადოს აღმოჩენა, რომლის ღირებულებაც 1,5 მლრდ აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან ერთადერთია, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება არ მიმდინარეობს.
2019 წლისწლის Forbes -ს მონაცემებით OMV Group-ი არის ავსტრიის მე-N2, ხოლო ევროპის მასშტაბით N79-ე უდიდესი კომპანია, მე 10 ევროპის ნავთობისა და გაზის კომპანიებს შორის. 2019 წელს კომპანიის აქტივებმა 44,1 მილიარდი ევრო შეადგინა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა