logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს
ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს
16:46 24.06.2020
“საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო რამდენიმე წელია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ინტენსიურად ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით საინტერესო საერთაშორისო პროექტებს. 500 Startups აქსელერატორი ამ პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია და მიზნად ისახავს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სტარტაპების აქსელერაციას, დაჩქარებული ტემპებით მათ გაყვანას საერთაშორისო ბაზრებზე და ფინანსებთან ხელმისაწვდომობის ზრდას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელმაც სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა შეაფასა.

პროგრამა საქართველოში ხორციელდება საერთაშორისო ტოპ-აქსელერატორის 500 Startup - ის მიერ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.

ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups - ის პირველ ნაკადში შერჩეულ სტარტაპებს დღეს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს ბანკის სტარტაპების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ვახტანგ ვახტანგიშვილი ტექნოპარკში შეხვდნენ. სტარტაპებმა, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან, ღონისძიებაში დისტანციურად მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს.

საწყის ეტაპზე შემოსული 150-მდე განაცხადიდან აქსელერაციის მომდევნო ეტაპზე 15 სტარტაპი გადავიდა, აქედან ცხრა სტარტაპი საქართველოდან არის, დანარჩენი - აშშ - დან, სლოვაკეთიდან, უკრანიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პოლონეთიდან და ესტონეთიდან. 500 Startups - ის აქსელერაციის შემდგომი ეტაპი - ონლაინ ,,ბუთქემფი“ 15 ივნისს დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდება. კურსი მოიცავს ლექციებსა და ვორქშოფებს, ასევე მენტორებთან პირად შეხვედრებს. ამ პერიოდის განმავლობაში აქსელერაციის მონაწილეები საბაზისო, ფუნდამენტურ საკითხებს გაეცნობიან, როგორიც არის პროდუქტის განვითარება, მომხმარებელი, გაყიდვები და სხვ.

500 Startups - ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვენჩურული კაპიტალის კომპანია და წამყვანი სტარტაპ აქსელერატორია. 2010 წლიდან, „სილიკონ ველიზე“ მან 2400-ზე მეტ კომპანიაში მოახდინა ინვესტირება. დღესდღეობით 500 Startup - ის კაპიტალი 600 მილიონ დოლარზე მეტია. მაღალი კლასის აქსელერატორის შემოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებასა და საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას, ქართულ სტარტაპებს კი ეძლევათ შანსი, თავიანთი პროდუქტები გაიტანონ გლობალურ ბაზარზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა