logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გალტ & თაგარტმა საქართველოს ეკონომიკური მოდელის განახლების საჭიროებაზე პრეზენტაცია გამოაქვეყნა
გალტ & თაგარტმა საქართველოს ეკონომიკური მოდელის განახლების საჭიროებაზე პრეზენტაცია გამოაქვეყნა
16:39 24.06.2020
გალტ & თაგარტმა საქართველოს ეკონომიკური მოდელის განახლების საჭიროებაზე პრეზენტაცია გამოაქვეყნა, რაც გლობალურად მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით შემუშავდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემიამ წინა პლანზე წამოწია ადგილობრივი წარმოების მნიშვნელობა და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირების აუცილებლობა. ანალიტიკოსების მოსაზრებით, ეს პანდემია მნიშვნელოვნად შეცვლის მომავალი ათწლეულის მსოფლიო ეკონომიკურ მოდელს - ეკონომიკები უფრო ავტონომიურები გახდებიან, ფოკუსირება მოხდება მიწოდების ჯაჭვების რეგიონალურ კონცეტრაციასა და რეგიონული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გალტ & თაგარტის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ახალი მოდელი წარმოების პოტენციალის ამაღლებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამ კუთხით, როგორც ადგილობრივი კომპანიების სტიმულირება, ისე უცხოური ინვესტიციების მოზიდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

გალტ & თაგარტის პრეზენტაციის მიხედვით, საქართველოში ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი მომსახურების სექტორი იყო, სადაც ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და თავის მხრივ სტიმულს აძლევდა ვაჭრობის, მშენებლობის და მომსახურების სხვა დარგების განვითარებას. 2000-2019 წლებში მომსახურების დარგების წილი ეკონომიკაში გაიზარდა 60%-დან 78%-მდე. თუმცა, წარმოების დაბალი ბაზის პირობებში გამომუშავებული შემოსავლების ძირითადი ნაწილი იმპორტს ხმარდება. გალტ & თაგარტის შეფასებით, 2019 წელს ტურისტების მიერ დახარჯული 3.3 მლრდ აშშ დოლარიდან ქვეყნის შიგნით მხოლოდ 1.3 მლრდ აშშ დოლარი დარჩა.

გალტ & თაგარტის პრეზენტაციაში დეტალურად არის გაანალიზებული წარმოების განვითარების პოტენციალი სოფლის მეურნეობასა და სამშენებლო მასალების მიმართულებით. ამასთან, ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყანა განახლებულ სტრატეგიას საჭიროებს. უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალი იკვეთება შემდეგ სექტორებში: ტექსტილის, ტანსაცმლისა და ტყავის წარმოება, ავტომობილების/ავტონაწილების წარმოება, მედიკამენტები და სხვა ქიმიური წარმოება, ელექტრონული პროდუქტების წარმოება, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი. ამასთან, სამუშაო ძალის კვალიფიკაცია და ინფრასტრუქტურის ნაკლოვანებები ინვესტიციების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია სასამართლო სისტემასთან ერთად.

„კოვიდ-19-ის პანდემია მნიშვნელოვან ძვრებს იწვევს მსოფლიო ეკონომიკაში და გადალაგების პროცესი მომავალი ათწლეული გაგრძელდება. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გლობალურად მიმდინარე ტენდენციებთან ადაპტირდეს და მოახდინოს უპირატესობების რეალიზება წარმოების განვითარების კუთხით და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით“, - განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gtresearch.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა