logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი კაკაურიძე: ჩვენ მიერ გაანალიზებული ყველა შოკის პირობებში, ვალის მოცულობა არ სცილდება 60%-იან ნიშნულს მშპ-სთან მიმართებით
გიორგი კაკაურიძე: ჩვენ მიერ გაანალიზებული ყველა შოკის პირობებში, ვალის მოცულობა არ სცილდება 60%-იან ნიშნულს მშპ-სთან მიმართებით
16:12 24.06.2020
“ჩვენ მიერ გაანალიზებული ყველა შოკის პირობებში, ვალის მოცულობა არ სცილდება 60%-იან ნიშნულს მშპ- სთან მიმართებით”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის წარდგენისას.

როგორც მან აღნიშნა, ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარმოადგინა ვალის მდგრადობის ანალიზი, სადაც გაანალიზებულია ყველა შესაძლო რისკი.

„მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, დაახლოებით 56%-მდე ადის, ჩვენ ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიასთან ერთად, წარმოვადგინეთ ვალის მდგრადობის ანალიზი. ყველა შოკი გაანალიზებულია და ყველა შოკის პირობებში ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით 60%-იან ზღვარს არ სცდება. თუმცა, ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ ვალუტის გაუფასურების შოკს, რომელიც შეიძლება იყოს მთავარი რისკი. რაც შეეხება მომდევნო წლების ვალის შემცირების დინამიკას - ჩვენ ვალი ავიღეთ იმისთვის, რომ ბიუჯეტი სრულად იყოს მზად როგორც უფრო რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისთვის, ისე უფრო ღრმა ეკონომიკური კრიზისისთვის. იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება და წელს არ იქნება საჭიროება ეს თანხები სრულად ავითვისოთ. უკვე მომდევნო წლიდან მნიშვნელოვნად შევამცირებთ ვალის აღების ტენდენციას. 2021 წელს გასასტუმრებელი გვაქვს 500 მილიონი დოლარის ოდენობის ევრობონდები, რომელიც გაცილებით მაღალი საპროცენტო განაკვეთით გვაქვს აღებული, ვიდრე მიმდინარე წელს აღებული ვალი. ჩვენ ამ რესურსს გამოვიყენებთ, მათ შორის, სწორედ ამ ვალის გადასაფარად და მომდევნო წელს, მოგვიწევს ნაკლები ვალის აღება. ჩვენ მომდევნო წელს მინიმუმ 3 %-ით შევამცირებთ დეფიციტს. 2023 წლამდე და შემდგომ წლებშიც, დეფიციტის კონტროლი იქნება ის მთავარი მიმართულება, რაც ვალის ეტაპობრივი შემცირების საშუალებას მოგვცემს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა