ხვალ, 500 Startups - ის მონაწილეებთან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შეხვედრას გამართავს
18:30 23.06.2020
2020 წლის 24 ივნისს, 11:00 საათზე ტექნოპარკში (მის: ინოვაციების ქ. #7, ოქროყანა) ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს ბანკის სტარტაპების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ვახტანგ ვახტანგიშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups - ის პირველ ნაკადში შერჩეულ სტარტაპებს შეხვდებიან.