logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქვევრის ღვინის წარდგენა პოლონეთში გაიმართა
ქვევრის ღვინის წარდგენა პოლონეთში გაიმართა
13:17 23.06.2020
პოლონეთში ღონისძიება სახელწოდებით „დამზადებულია ქვევრში“ გაიმართა, რომელსაც პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი დაესწრო.

„დამზადებულია ქვევრში“ - კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის შემდეგ ქართული ღვინის პირველი ოფიციალური წარდგენაა პოლონეთში. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „ვინისფერას“ ორგანიზებით გაიმართა. მის ფარგლებში, ქალაქ კრაკოვთან მდებარე ისტორიულ დასახლებაში „Srebrna Gora“, ერთ-ერთ მარანში ორი ქვევრი ჩარგეს; გაიმართა დოკუმენტური ფილმის - “დამზადებულია ქვევრში” ახალი ეპიზოდის პრემიერა, რომელშიც მოთხრობილია ქართული ღვინის კულტურისა და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიის შესახებ; მოეწყო როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიით დამზადებული ქართული ღვინოების დეგუსტაცია. აქვე, ორმა პოლონელმა მეღვინემ საქართველოდან ჩატანილ ქვევრში დაყენებული საკუთარი ღვინოებიც წარმოადგინა.

ღონისძიებაში ადგილობრივი იმპორტიორები, მეღვინეები, მედიის, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ორგანიზატორების განცხადებით, ქვევრის ღვინის წარდგენას მოწვეული 60-ის ნაცლად, 100-მდე სტუმარი დაესწრო.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 2 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო და ზრდა 33%-ს აღწევს.

მსგავსი მარკეტინგული ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, უარყოფითი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდინა. ღვინის ინდუსტრია დაზარალდა როგორც ექსპორტის, ისე ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო. შექმნილი ვითარებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, მთავრობის მხარდაჭერით, სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია ახალი ონლაინ პლატფორმებისა და ციფრული მარკეტინგის გამოყენებით გააქტიურდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა