logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: კოვიდ-19 - ის პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის პირველ კვარტალში აშშ - იდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34 პროცენტით გაიზარდა
ნათია თურნავა: კოვიდ-19 - ის პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის პირველ კვარტალში აშშ - იდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34 პროცენტით გაიზარდა
20:28 22.06.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ - ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და დავით თვალაბეიშვილი.

შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად და ასევე, ერთ-ერთ მთავარ ინვესტორ ქვეყნად, საიდანაც ინვესტიციები 2020 წლის I კვარტალის მონაცემით 34%-ით გაიზარდა და 17%-იანი წილით მეორე ადგილი დაიკავა უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის. მისი თქმით, კოვიდ-19-ის პანდემიის მიუხედავად სწორედ აშშ - დან გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ასევე ყურადღება გამახვილდა ამერიკის მიერ მრავალი წლის განმავლობაში საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე და სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ პროექტებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, რომელმაც ხარისხობრივად ახალი, სტრატეგიული მოკავშირეობის დონეზე აიყვანა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები. ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაგეგმილი იყო 2020 წლის 18 მაისს, მაგრამ COVID 19 პანდემიის გამო, მოხდა მისი გადადება. ასევე, იგივე მიზეზით გადადებულ იქნა 2020 წლის ივნისში დაგეგმილი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობის (USTR) მისიის ვიზიტი საქართველოში. ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეხვედრების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოხერხდება მათი უახლოეს მომავალში ორგანიზება.

ასევე განხილული იქნა ე.წ. “მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის” (HLTID) შეხვედრის USTR-ის ხელმძღვანელის დონეზე ჩატარება უახლოეს მომავალში. აღინიშნა, რომ აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის მხარდაჭერით გათვალისწინებული იყო 2020 წლის აპრილში საქართველოში მორიგი მიზნობრივი სავაჭრო მისიის ორგანიზება. ნათია თურნავამ სურვილი გამოთქვა, რომ წელსვე გაიმართოს მისიის ვიზიტი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ამერიკული კომპანიების ჩამოსვლას და დაინტერესებას ჩვენი სტრატეგიული სექტორებით.

აღინიშნა საქართველოს მზადყოფნაც აქტიურად ჩაერთოს აშშ-ს პრეზიდენტის მიერ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაანონსებულ ინიციატივაში, ე.წ. “Economic Prosperity Network“-ში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რაც მოიცავს გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღებას ციფრული ბიზნესის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, განათლების თუ კვლევის მიმართულებით. აღნიშნული ქსელის შექმნა მოიცავს აშშ-ს მიერ ე.წ. „სანდო პარტნიორების ალიანსის“ შექმნას, სადაც ჩართულები იქნებიან სხვადასხვა სახელმწიფოების კერძო კომპანიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მინისტრმა აშშ - ის ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სამუშაო პირობების და უფლებების მიმართულებით მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც შრომის ინსპექციის შესახებ მომზადებული კანონპროექტსაც მოიცავს და საქართველოში დამოუკიდებელი სსიპ შრომის ინსპექტირების სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ სააგენტოს მანდატი ყველა სამუშაო პირობის და უფლების დაცვა და ზედამხედველობა იქნება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა