logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბექა ლილუაშვილი: Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, საქართველოს მთავრობის თითოეული ნაბიჯი, პანდემიის პირობებში, შეესაბამებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებას
ბექა ლილუაშვილი: Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, საქართველოს მთავრობის თითოეული ნაბიჯი, პანდემიის პირობებში, შეესაბამებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებას
10:43 18.06.2020
Dელოიტტე-ის ნიუ-იორკის ოფისის ეკონომიკური ექსპერტები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს მთავრობის მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს ანტიკრიზისული და სექტორული მხარდაჭერის მიმართულებებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა Dელოიტტე-ის ნიუ-იორკის ოფისის კონსულტანტების მიერ საქართველოს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით წარმოდგენილი პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.


მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა, აშშ-ის განვითარების სააგენტოს და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, კრიზისის შემდგომ ეკონომიკურ გეგმაზე რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობს, მათ შორისაა: Dელოიტტე-ის ნიუ-იორკის ოფისის ეკონომიკური ექსპერტები, კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორები და ქართველი ექსპერტები.


"საქართველოს მთავრობა მუშაობას განაგრძობს ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის და განვითარების გეგმაზე და ამ პროცესში საკონსულტაციო მომსახურებას იღებს მაღალი დონის ეკონომიკური ექსპერტებისა და პროფესიონალებისგან. ვმუშაობთ Dელოიტტე-ის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან, რომელთაც აქვთ ძალიან დიდი გამოცდილება, მოწყვლადი ეკონომიკების სტაბილიზაციის და გაძლიერების კუთხით. ჩვენ, აგრეთვე, ვმუშაობთ კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების პროფესორთა ჯგუფთან, ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან სტრატეგიაზე," - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.


მანვე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს და აღნიშნა, რომ ამ პროცესში მათი როლი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია.


"რა თქმა უნდა, ასეთი მაღალი დონის საკონსულტაციო მომსახურების მიღებას ვახერხებთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო აშშ-ის განვითარების სააგენტოს და ასევე, გაერო-ს განვითარების პროგრამას, მათი როლი ამ პროცესში ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,"- აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.


როგორც ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, Deloitte-ის პირველ პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო ფისკალური, მონეტარული და სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზი და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები, რასთან დაკავშირებითაც, სამუშაო პროცესში, შიდა უწყებრივი განხილვები გაიმართება.


"დღეს Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობის წევრებს წარუდგინეს პირველადი პრეზენტაცია, სადაც მათ ისაუბრეს ფისკალური, მონეტარული და სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზსა და არსებულ პერსპექტივებსა და რეკომენდაციებზე, როგორც პანდემიის პერიოდში, ისე მის შემდგომ. მოვისმინეთ მრავალი საინტერესო რეკომენდაცია, თითოეული მიმართულებით. ჩვენ განვაგრძობთ მათთან მუშაობას იმისთვის, რომ ჩავრთოთ ადგილობრივი ექსპერტები ამ რეკომენდაციების დახვეწის პროცესში და განვახორციელოთ შიდა უწყებრივი განხილვები. დაისვა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი, მათ შორის, ექსპერტების მხრიდან ძალიან პოზიტიურად შეფასდა მთავრობის თითოეული გადაწყვეტილება და ღონისძიება ანტიკრიზისული და სექტორული მხარდაჭერის გეგმებში, მათი განცხადებით, თითოეული ეს ნაბიჯი შეესაბამებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და გამოცდილებას. ასევე, ძალიან დროული და სწრაფი იყო ის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ გადადგა, რათა კრიზისის დროს მაქსიმალურად მხარი დაეჭირა მოქალაქეებისთვის,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა