logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქართული ღვინის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის ციფრული მარკეტინგის გამოყენება მნიშვნელოვანი იქნება
ქართული ღვინის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის ციფრული მარკეტინგის გამოყენება მნიშვნელოვანი იქნება
10:38 18.06.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ღვინის ინდუსტრიაში ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები მცირე მარნების წარმომადგენლებთან ონლაინ გამართულ შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, უარყოფითი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდინა. მცირე მარნები დაზარალდნენ როგორც ექსპორტის, ისე ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო. შესაბამისად, მცირე მარნების წარმომადგენლებმა, შექმნილ ვითარებაში, საერთაშორისო ბაზრებზე ღვინის პოპულარიზაციის ალტერნატიული გზების საჭიროების და ამ მიმართულებით მხარდაჭერის საკითხის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

მინისტრის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ის ახალი მიდგომები, რომლებიც მცირე მარნებს საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციასა და შემდგომ რეალიზაციაში დაეხმარება. როგორც ხატია წილოსანმა აღნიშნა, სტრატეგიულ ბაზრებზე ახალი ონლაინ პლატფორმების გამოყენებაში მცირე მარნებს მხარდაჭერას ღვინის ეროვნული სააგენტო აღმოუჩენს. გარდა ამისა, სააგენტო უზრუნველყოფს სადეგუსტაციო ღვინის გაგზავნას საერთაშორისო ბაზრებზე, რითაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მცირე მარნებს წარმოებული ღვინის რეალიზაციაში.

„დარგში გამოწვევა დიდია, თუმცა, ამ ეტაპზე, ქართული ღვინის შემცირებული ექსპორტის მაჩვენებელი არ არის დრამატული. ცალკეულ ბაზრებზე გაყიდვების ტენდენცია საკმაოდ პოზიტიური და დამაიმედებელია. მნიშვნელოვანია, რომ გააქტიურდეს მუშაობა ციფრული მარკეტინგის ახალ მოდელებზე და ამ რესურსების მაქსიმალურ გამოყენებაზე“, - განაცხადა ხატია წილოსანმა.

მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული პროგრამების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსგან ფერმერები, მათ შორის მცირე მარნების მფლობელები, მნიშვნელოვან მხარდაჭერას არაერთი მიმართულებით იღებენ, მათ შორისაა, საგადასახადო შეღავათები, შეღავათიან საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობა და ტექნიკური დახმარების პროექტები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა