logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი კაკაურიძე: ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს შემოსავლები
გიორგი კაკაურიძე: ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს შემოსავლები
17:48 17.06.2020
ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს შემოსავლები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის წარდგენის დროს დეპუტატების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ.

როგორც მან აღნიშნა, აპრილის განმავლობაში ჯერ კიდევ დაზუსტებით არ იყო ცნობილი რამდენი ადამიანი დაკარგავდა სამსახურს, ასევე, არ იყო ცნობილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რა მოცულობით და როდემდე დადგებოდა შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა.

„შესაბამისად, ჩვენ, დაახლოებით, 350 ათასი ადამიანისთვის გავაკეთეთ შეღავათი საკომპენსაციო თანხით. ასევე, 350 ათასი ადამიანისთვის საგადასახადო შეღავათი გავუკეთეთ კომპანიებს, რათა მათ შეენარჩუნებინათ სამუშაო ადგილები. შესაძლებელია, ამ მიმართულებით მოხდეს გარკვეული ცდომილება, რაც უფრო მეტი ადამიანი დარჩება საგადასახადო შეღავათის ნაწილში და რაც უფრო ცოტა ადამიანს დასჭირდება კომპენსაცია იმიტომ, რომ მათ არ დაკარგეს სამსახური, ეს იქნება ძალიან კარგი. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად, დახმარება გავუწიოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და ვეღარ იღებენ შემოსავალს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, მოხდება 2 თვის მონაცემების დეტალური ანალიზი, მაშინ როდესაც ივნისში კომპანიები სრულყოფილად წარმოადგენენ ინფორმაციას დაქირავებით დასაქმებულების შესახებ.

„ჩვენ მაქსიმალურად გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ მივწვდეთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ვეღარ იღებს ხელფასს. რაც შეეხება მათ, ვინც განაგრძობენ შემოსავლის მიღებას, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ შეინარჩუნეს სამუშაო ადგილები და კომპანიები ასეთ შემთხევაში, მიიღებენ საგადასახადო კუთხით დაწესებულ შეღავათს. შედეგად, გამოვა ის, რომ იმ საგადასახადო შეღავათმა, რომელიც დაწესდა სწორედ იმ მიზნით, რომ კომპანიებს შეენარჩუნებინათ სამუშაო ადგილები, რეალურად იმუშავა და ბიზნეს სუბიექტების ნაწილმა არ გაუშვა თანამშრომლები სამსახურიდან,“ - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

მან, ასევე, დააზუსტა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კომპენსაციის მიღების წესი და აღნიშნა, რომ პირველივე პრეზენტაციის დროს, როდესაც მთავრობამ წარადგინა სოციალური დახმარებების პაკეტი, ცალსახად ითქვა, რომ დახმარებები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 65 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით მყოფი ოჯახებისთვის, გაიცემოდა ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა