logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: სადაც სახელმწიფო ხედავს, რომ მეწარმე არის ეფექტიანი და დარგს შეუძლია სწრაფად განვითარება, იქ უნდა მიეხმაროს
გიორგი გახარია: სადაც სახელმწიფო ხედავს, რომ მეწარმე არის ეფექტიანი და დარგს შეუძლია სწრაფად განვითარება, იქ უნდა მიეხმაროს
10:18 17.06.2020
"საერთოდ უცნობი კრიზისები, რა თქმა უნდა ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებენ. აქ უბრალოდ ერთი რამ უნდა გვესმოდეს. ამოცანა არ უნდა იყოს, რომ 9 პროდუქტი ვაწარმოოთ აუცილებლად საქართველოში, ან 5, ან 3, ან 10 - მთავარია ვაწარმოოთ ის, რაც ყველაზე კარგად და ეფექტურად გამოგვდის. ჩვენი ძირითადი მიმართულება უნდა იყოს ადგილობრივი წარმოება, რა თქმა უნდა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კრიზისის შემდგომ, ჩვენ აქამდეც ამ მიმართულებით საკმაოდ სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამდით და ამიტომ იყო ეს სავაჭრო დეფიციტის გასწორების ტენდენცია, რომ შეინიშნებოდა ქვეყანაში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, იქ სადაც სახელმწიფო ხედავს, რომ მეწარმე არის ეფექტიანი და დარგი არის ეფექტიანი და შეუძლია სწრაფად განვითარება, იქ უნდა მიეხმაროს.

„სოფლის მეურნეობის და ნებისმიერი სხვა წარმოების ინდუსტრიალიზაცია, დღეს ხდება ქვეყანაში უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სავაჭრო დეფიციტი, რომელიც სტრუქტურული პრობლემაა ჩვენი ეკონომიკის მოვაგვაროთ, სხვანაირად ეკონომიკის შემდგომ სისტემურ განვითარებაზე ნაადრევი იქნება საუბარი. ჩვენ ამ თემას უნდა დავუბრუნდეთ და ადგილობრივი წარმოების თვალსაზრისით მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მეწარმეებს მხარი დავუჭიროთ, რასაც ვაკეთებთ. იქ სადაც მათ სერიოზული კონკურენტული უპირატესობა აქვთ, სამწუხაროდ სხვანაირად, ეფექტიანობის გაზრდის გარეშე, გლობალურ კონკურენციაში გაგვიჭირდება. ხშირად გვესმის ხოლმე კრიტიკა, რომ სახელმწიფო სხვადასხვა მექანიზმებით აფინანსებს სოფლის მეურნეობის იქნება, თუ აწარმოესი, ეს არის გადაყრილი ფული , ეს არ არის გადაყრილი ფული, გარკვეულწილად ეს შეიძლება შეფასებულიყო სახელმწიფოს სოციალურ აქტივობად, თუმცა ჩვენ უკვე 2020 წლის დასაწყისიდან ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული გვქონდა ამ თანადაფინანსების და დახმარების მიზნობრიობის ხარისხის ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ სადაც ჩვენ ვხედავთ, რომ მეწარმე არის ეფექტიანი და დარგი არის ეფექტიანი და შეუძლია სწრაფად განვითარება, იქ უნდა მივეხმაროთ და არა ყველგან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა