logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: ტურიზმი, ჩვენი ეკონომიკის და მეტიც,  ჩვენი კულტურული ცხოვრების რაღაც ნაწილი უნდა იყოს
გიორგი გახარია: ტურიზმი, ჩვენი ეკონომიკის და მეტიც, ჩვენი კულტურული ცხოვრების რაღაც ნაწილი უნდა იყოს
10:02 17.06.2020
ტურიზმს აქვს საკმაოდ დაბალი ბარიერები და საკმაოდ სერიოზული და სწრაფი გადაცემის ძალა, რომელიც ფარავს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, ამიტომ, ტურიზმი, ჩვენი ეკონომიკის და უფრო მეტსაც გეტყვით - ჩვენი კულტურული ცხოვრების რაღაც ნაწილი უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმის განვითარების პარალელურად, ქვეყნის ეკონომიკის სხვა სისტემური დარგებიც უნდა განვავითარდეს.


"ჩვენ ჩვენი ეკონომიკური პრიორიტეტების დივერსიფიცირება უნდა მოვახდინოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტურიზმზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ. ტურიზმს აქვს რამდენიმე დიდი უპირატესობა - ტურიზმს აქვს საკმაოდ დაბალი ბარიერები და საკმაოდ სერიოზული და სწრაფი გადაცემის ძალა, რომელიც ფარავს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, ამიტომ, ტურიზმი, ჩვენი ეკონომიკის და უფრო მეტსაც გეტყვით - ჩვენი კულტურული ცხოვრების რაღაც ნაწილი უნდა იყოს. ჩვენ ამას უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ და უნდა შევინარჩუნოთ. ამაზე არც ხელის ჩაქნევა, ან ყურადღების შემცირება არ შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკის სხვა სისტემური დარგები არ უნდა განვავითაროთ. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმში, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ საკმაოდ კარგად ვვითარდებოდით, ეკონომიკის სხვა დარგების მიმართ ყურადღება არ შეგვიმცირებია. უბრალოდ, ეკონომიკის სხვა ბევრ დარგს სჭირდება ბევრად უფრო სისტემური, სტრუქტურირებული და დროში გაწერილი მუშაობა. მე მესმის, რომ ადგილობრივი წარმოება, ინდუსტრიალიზაცია საინტერესო და აუცილებელი მიმართულებებია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ - უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და არ უნდა ველოდეთ ამ მიმართულებით სწრაფ შედეგებს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერ-მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის საშუალო და გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო დონის ეკონომისტები, როგორც ევროპიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან.


"ჩვენ გვჭირდება ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის სწრაფი ზრდის იმპულსები. ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის საშუალო და გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო, უმაღლესი დონის ეკონომისტები, როგორც ევროპიდან, ასევე აშშ-დან, როგორც მეცნიერები, ასევე პრაქტიკოსი ეკონომისტები. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ძირითადი პრობლემა არის სამუშაო ძალა, ცოდნა და კომპეტენცია. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ინდუსტრიულ კომპანიებზე, ადგილობრივ წარმოებაზე, სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციაზე, აქ ცოდნა და კომპეტენცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტურიზმში. აქედან გამომდინარე, ამაზე პასუხი იყო განათლების სისტემური რეფორმა, რასაც ვაგრძელებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა