logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია არის ანტიდასავლური, რადგან აქვს დასავლური ღირებულებებისგან პრინციპულად განსხვავებული ინტერესები
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია არის ანტიდასავლური, რადგან აქვს დასავლური ღირებულებებისგან პრინციპულად განსხვავებული ინტერესები
09:53 17.06.2020
სისუსტე და უპრინციპობა დაასახელა ოპოზიციის დამახასიათებელ მთავარ ნიშნებად „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ ეთერში.

„ზოგადად, ნეგატიური ძალების ერთობასაც სჭირდება რაღაც პრონციპებზე შეთანხმება და ეს ერთობა იმდენად უპრინციპოა, რომ დარწმუნებული ვარ, ვერ შეთანხმდებიან. ოპოზიციური ძალების მთავარი დამახასიათებელი არის პრინციპების სრული არარასებობა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ძალაუფლებისკენ საერთო სწრაფვის მიუხედევად, ვერ ახერხებენ შეთანხმების მიღწევას. ისინი არიან ძალიან დასუსტებულები და სისუსტის პირობებში რთულია შეთანხმებისთვის საჭირო ძალის გამოძებნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სხვადასხვა რადიკალურ ძალებს შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი ინტერესები და მიზნები. „ისინი ახერხებდნენ ამ ნეგატიური მიზნების შესრულებას , როცა ხელისუფლებაში იყვნენ. სწორედ ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩააბარა ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას. იმაზე აღარ ვლაპარაკობ, სტრატეგიული ობიექტები რომ ჩააბარეს რუსეთს. ეს არის მათი ნიშან-თვისება. ისინი მუდმივად ატარებდნენ რუსულ ინტერესებს საქართველოში. ოპოზიციაში ზოგიერთს შეიძლება ვუწოდოთ პრორუსული ძალები,რადგან ყველა შეიძლება არ იყოს ვიწრო გაგებით პრორუსული, თუმცა ყველა მათგანი არის ანტიდასავლური, რადგან მათ აქვთ დასავლური ღირებულებებისგან პრინციპულად განსხვავებული ინტერესები. ასეთი ძალებისგან ყველაფერს შეიძლება ელოდო, მაგრამ ისინი ვეღარ ახერხებენ საკუთარი ზრახვების განხორციელებას, რადგან მათზე მაღლა დგას ხელისუფლება, რომელიც სრულად აკონტროლებს ვითარებას ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა