logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი აქტიურად უჭერს მხარს ქართული რძის სექტორის განვითარებას და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს
ლევან დავითაშვილი: საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი აქტიურად უჭერს მხარს ქართული რძის სექტორის განვითარებას და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს
20:25 16.06.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა.

„ახალი კორონავირუსის პანდემიამ სოფლის მეურნეობის არაერთი სექტორი, მათ შორის, მერძევეობა რთული გამოწვევის წინაშე დააყენა,შემცირდა მოთხოვნა რძის ნაწარმზე. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევა ახალ შესაძლებლობად ვაქციოთ და გავზარდოთ ისეთი პროდუქციის წარმოება, რომლის შენახვა ხანგრძლივი დროით იქნება შესაძლებელი, მაგალითად,როგორიცაა დავარგებული ყველი. მისასალმებელია, რომ საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი აქტიურად უჭერს მხარს ქართული რძის სექტორის განვითარებას და ახორციელებს ისეთ პროექტებს, რაც რძის მწარმოებელ ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორმა, მაგდა გზირიშვილმა მინისტრს მიმდინარე პროექტის „ქართული რძის ნიშანი“ შედეგები გააცნო. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული ნიშნის მფლობელ კომპანიებს ბიზნესის ინსტიტუტი მარკეტინგული მიმართულებით ეხმარება. მაგდა გზირიშვილმა ახალი პროექტის დაწყების და „ქართული რძის ფედერაციის“ შექმნის შესახებ ისაუბრა. პროექტის ფარგლებში, გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან. ექსტენციის სამსახურების საშუალებით,მოხდება დაინტერესებული პირების მაქსიმალური ინფორმირება რძის ინდუსტრიაში არსებული ყველა სიახლის შესახებ.
„ქართული რძის ფედერაცია გააერთიანებს რძის სექტორში მომუშავე მწარმოებლებს და დარგით დაინტერესებულ ყველა პირს. მომზადდება საინფორმაციო მასალები დარგში არსებულ სიახლეებსა და საკანონმდებლო ცვლილებებზე. ვფიქრობ, ჩვენი ახალი პროექტი სახელმწიფო, კერძო და არასამეწარმეო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითი იქნება“, - აღნიშნა მაგდა გზირიშვილმა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს უფროსი ილია თამარაშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა