logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: მზად ვართ, მეზღვაურების როტაციის პროცესში სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია შევასრულოთ
ნათია თურნავა: მზად ვართ, მეზღვაურების როტაციის პროცესში სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია შევასრულოთ
16:16 16.06.2020
საქართველო მზადაა, 15 ივნისიდან უსაფრთხოების სპეციალური ზომების დაცვით, მეზღვაურთა როტაცია - რეპატრიაციის პროცესში სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია შეასრულოს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველომ გაითვალისწინა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გაიდლაინები და სპეციალური მოთხოვნები შეიმუშავა, რომელიც მკაცრი უსაფრთხოების ნორმების მიუხედავად, მნიშვნელოვნად ამარტივებს ქვეყნის ტერიტორიაზე მეზღვაურთა გადაადგილების პროცესს.

დამუშავდა სპეციალური წესები ქვეყანაში მეზღვაურების მიღება/გაცილებისა და საკარანტინე სივრცეში გადაყვანისათვის.

„საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, გლობალური პანდემიის ფონზე ქვეყანაში არსებული დაბალი და მკაცრად კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით კი ჩვენი მზაობა, გავხდეთ სატრანზიტო ქვეყანა მეზღვაურებისთვის, დააინტერესებს საერთაშორისო გემთმფლობელებს, რადგან მეზღვაურთა როტაცია დღესაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“, - განაცხადა მინისტრმა.

მსოფლიოში დაახლოებით 1.2 მილიონი მეზღვაურია, რომლებიც 65,000 გემზე მსახურობენ. ეკიპაჟის შეცვლა ბოლო 2 თვის განმავლობაში შეჩერებულია. საერთაშორისო საზღვაო პალატის (International Chamber of Shipping) მონაცემების მიხედვით, სადღეისოდ 300,000 მეზღვაურის როტაციაა საჭირო.

პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილი ვითარება რისკის ქვეშ აყენებს მეზღვაურების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, ხოლო სამომავლო უმოქმედობა გავლენას იქონიებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტვირთების დროულად გადაზიდვებზე.

მინისტრის ბრძანების თანახმად ეკიპაჟის ცვლილების პროცესს ორგანიზებასა და კოორდინაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გაუწევს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა