logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი კაკაურიძე: ეს არ არის ბიუჯეტი, რომელიც მომდევნო წლების რეფორმებზეა გათვლილი, ეს არის ანტიკრიზისული ბიუჯეტი, რომელიც პასუხია იმ კრიზისზე, რომელიც გამოიწვია მსოფლიო პანდემიამ
გიორგი კაკაურიძე: ეს არ არის ბიუჯეტი, რომელიც მომდევნო წლების რეფორმებზეა გათვლილი, ეს არის ანტიკრიზისული ბიუჯეტი, რომელიც პასუხია იმ კრიზისზე, რომელიც გამოიწვია მსოფლიო პანდემიამ
14:47 16.06.2020
“ეს არ არის ბიუჯეტი, რომელიც მომდევნო წლების რეფორმებზეა გათვლილი, ეს არის ანტიკრიზისული ბიუჯეტი, რომელიც პასუხია იმ კრიზისზე, რომელიც გამოიწვია მსოფლიო პანდემიამ”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

როგორც მან აღნიშნა, პანდემიის გამო მსოფლიოს ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, მათ შორის, საქართველოც, სადაც მხოლოდ შემოსავლებში, ქვეყანას მილიარდ 800 მლნ ლარის დანაკლისი ექნება.

„რაც არ უნდა არ მოგვწონდეს, მოგვიწევს შევამციროთ ხარჯების საკმაოდ დიდი ნაწილი. ამასთან, ხელფასების ნაწილში არც კულტურის და არც პროფესიული განათლების მიმართულებით, რაც აქამდე ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული არ შევეხებით და რაც იყო გათვალისწინებული ზრდა მაგ: თეატრებში, პროფესიულ სასწავლებლებში, შენარჩუნდება და არ დავიწყებთ მის შემცირებას. თუმცა, ყველა მიმართულება, სადაც შესაძლებელია თანხების დაზოგვა, უნდა დავზოგოთ და მივმართოთ იმ მიმართულებაზე, რაც აუცილებელი და წელს გასაწევი ხარჯებია. კიდევ ვიმეორებ, ეს ბიუჯეტი არ ითვალისწინებს მომდევნო სამ წელიწადში ეკონომიკის აღდგენის, ან ახალი ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბების საკითხებს. ეს არის ის, რაც წელს, ამ კრიზისულ პერიოდში უნდა გაკეთდეს მაშინ, როდესაც არსებობს დიდი ალბათობა, რომ იქნება მეორე ტალღა. ამ შემთხვევაში, ჩვენი ბიუჯეტი აღჭურვილი უნდა იყოს იმ სერვისებით, უნდა არსებობდეს ის სათანადო ფინანსური რესურსი, რათა ერთი მხრივ, ვუპასუხოთ მეორე ტალღას და გადაიფაროს ის ყველანაირი ხარჯი, რაც აუცილებელი იქნება მეორე ტალღის არსებობის შემთხევაში და მეორე მხრივ, მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, მზად ვიყოთ იმ აუცილებელი ხარჯების დასაფინანსებლად, რაც უკავშირდება როგორც სახელფასო და საპენსიო ვალდებულებების, ისე, მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებებს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა