logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა უცხოელ ელჩებს - ჩვენს თითოეულ წარმატებაში თქვენი დიდი წვლილია
ნათია თურნავა უცხოელ ელჩებს - ჩვენს თითოეულ წარმატებაში თქვენი დიდი წვლილია
18:53 15.06.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს მადლობა გადაუხადა საქართველოში პანდემიის შემდგომ ტურისტული სეზონის გახსნის საქმეში გაწეული თანადგომისთვის.

„დადგა ეს სასიხარულო დღე - ჩვენ გავხსენით შიდა ტურიზმი, გავხსენით ეს სეზონი. ვულოცავ სრულიად საქართველოს, გილოცავთ თქვენ იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჩვენი უდიდესი გულშემატკივარი და ჩვენს თითოეულ წარმატებაში თქვენი ძალიან დიდი წვლილია“, - მიმართა ნათია თურნავამ ყვარელში შეკრებილ უცხოელ ელჩებს.

ნათია თურნავამ ტურისტული სეზონის გახსნა ასევე მიულოცა საქართველოს მთავრობას. როგორც მან აღნიშნა, ის ფაქტი, რომ შიდა ტურიზმი დათქმულ დროს, 15 ივნისს გაიხნა, ნიშნავს, რომ მთვარობამ ყველაფერი სწორად გააკეთა. „ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და ყველაფერი ისე გამოგვივიდა, როგორც ვფიქრობდით და ვგეგმავდით. ეს არის ძალიან დიდი, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი, ერთობლივი ძალისხმევის შედეგი და ნამდვილად არ ვგულისხმობ მხოლოდ მთავრობას, თუმცა მთავრობა მართლაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა, რომ ეს წარმატბული ეტაპი მოსულიყო. ეს არის კერძო სექტორის ძალიან დიდი ჩართულობა და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის გახსნა საქართველოს უსაფრთხო დანიშნულების ქვეყნად აღიარების ფონზე მოხდა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ამ მიმართულებით მუშაობის პროცესში საქართველოში აკრედიტებული ელჩების პოზიტიური როლი.

„ჩვენ ვართ აღიარებული, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა, მწვანე ქვეყანა, სასურველი ქვეყანა ყველა ვიზიტორისთვის და ამაში თქვენი უდიდესი დამსახურებაა იმიტომ, რომ ძალიან აქტიურად გვიდგახართ გვერდში თქვენი ქვეყნების მთავრობებთან ურთიერთობაში - ტურიზმის, ტრანსპორტის, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა მინისტრებთან ჩვენს ყოველდღიურ კომუნიკაციაში. ამას ვგრძნობდით ანტიკრიზისული გეგმის დაგეგმვის და განხორციელების თითოეულ ნაბიჯზე, ამას ვგრძნობდით, მაშინაც, როცა ასე სწრაფად - თქვენი დახმარებით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით შევძელით საგარეო დახმარების მობილიზება, რომლის გარეშეც ვერცერთი ცალკე აღებული ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ამ ახალ, აქამდე უცნობ გამოწვევას და ძალიან, ძალიან დიდი მადლობა თქვენ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა