„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის
გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ვაშაძემ ნიკა გვარამიას საავატორო გადაცემაში "მთავარი აქცენტებში" გააკეთა.
გიგა ბოკერიას თქმით, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საუბრობდა ორ კვოტაზე მასში მოიაზრებოდა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი სხვა პარტიების კვოტებიც და დანარჩენ ვაკანტურ ექვს კანდიდატურაზე არ განიხილება გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი სხვა პარტიების კანდიდატები.
“ძალა ერთობაშია და ნაციონალური მოძრაობა არის ერთი პოლიტიკური ერთეული და მათ უკვე განაცხადეს რომ ორი ადგილი აქვთ. ყველა დანარჩენ პარტიასთან კონსულტაცია გრძელდება და იმედი მაქვს რამოდენიმე დღეში გვექნება კონკრეტული შედეგები“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გრიგოლ ვაშაძემ "მთავარ აქცენტებში" ისაუბრა იმაზე, რომ როდესაც ნაციონალური მოძრაობა საუბრობდა ორ სამაჟორიტარო ოლქზე, ისინი გულისხმობდნენ მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კვოტას და არა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ სხვა პარტიების კვოტასაც.

















