logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვისაც სურვილი აქვს, სამშობლოში დავაბრუნოთ, თუმცა, ყველაზე დიდი ამოცანაა, რომ მათ სამშობლოში ღირსეული შრომის და არსებობის პირობები შევუქმნათ
გიორგი გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვისაც სურვილი აქვს, სამშობლოში დავაბრუნოთ, თუმცა, ყველაზე დიდი ამოცანაა, რომ მათ სამშობლოში ღირსეული შრომის და არსებობის პირობები შევუქმნათ
18:13 12.06.2020
"ჯერ კიდევ ბევრი ქართველია საზღვარგარეთ, რომელსაც უჭირს. რა თქმა უნდა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხალხი, ვისაც სურვილი აქვს, ჩვენ სამშობლოში დავაბრუნოთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამშობლოში ჩამოყვანილ მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ყველაზე დიდი ამოცანაა, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა ამ ხალხს სამშობლოში ღირსეული შრომის და არსებობის პირობები ჰქონდეს.

„პირველ რიგში, გულწრფელად მიხარია, რომ ჯანმრთელებს გხედავთ და გხედავთ სამშობლოში. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც შრომობს საზღვარგარეთ. არაფერს ვამბობ იმ ხალხზე, ვინ სწავლობს. სწავლა უნდა მივიღოთ მსოფლიოს ნებისმიერ, ჩვენთვის საინტერესო კუთხეში და რაც უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა მიიღებს განათლებას საზღვარგარეთ, ქვეყნისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი. ეს გამოწვევა ყველასთვის იყო მართლა ძალიან მოულოდნელი, ზოგ შემთხვევაში შოკისმომგვრელიც, ხშირ შემთხვევაში, ეს ყველაფერი იმართებოდა მანუალურად, არანაირი გამოცდილება, არანაირი მაგალითის ძალა და ამას, რა თქმა უნდა, ყველაფერთან ერთად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მოჰყვებოდა. მით უმეტეს, როდესაც პატარა ქვეყანა ხარ, როდესაც რესურსები შეზღუდული გაქვს, როდესაც თითოეულ ლარს ითვლი. რა თქმა უნდა, აქ გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთული იყო და ბატონი დავითი მუდმივად აყენებდა ამ საკითხს, რომ ჩვენ, მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოვახერხოთ ჩვენი მოქალაქეების გამოყვანა. ამაში არ არის გმირობის ტოლფასი საქციელი. ეს არის ყველა ნორმალური სახელმწიფოს ვალდებულება, დამოკიდებულება თავისი მოქალაქეებისადმი. ჩვენ რაც შევძელით, ის გავაკეთეთ. ვცდილობდით, მაქსიმალურად მივსულიყავით თითოეულ, კონკრეტულ შემთხვევამდე, რასაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აკეთებდა საგარეო საქმეთა სამინისტრო. მთლიანად დიპლომატიურ კორპუსს მინდა მადლობა ვუთხრა. ნანახი მაქვს ჩანაწერები, რა ხდებოდა ზოგიერთი ქვეყნის საელჩოსთან. უბრალოდ, უკიდურესად ემოციური, მძიმე იყო ეს ყველაფერი. თუმცა, არ უნდა გვქონდეს იმის შეგრძნება, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. ჯერ კიდევ ბევრი ქართველია საზღვარგარეთ, რომელსაც უჭირს. რა თქმა უნდა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხალხი, ვისაც სურვილი აქვს, ჩვენ დავაბრუნოთ სამშობლოში. თუმცა, ყველაზე დიდი ამოცანაა, რომ ამ ხალხს სამშობლოში ღირსეული შრომის და არსებობის პირობები შევუქმნათ. არაფერს ვამბობ ახალგაზრდებზე, ახალგაზრდებმა უნდა იარონ, ისწავლონ, ნახონ, ჩამოიტანონ გამოცდილება. თუმცა, სხვები ყველა, უკეთესი იქნება ალბათ, რომ ჩვენს ქვეყანას ვემსახურებოდეთ აქ. ამიტომ, ეს ჩვენი ყველას საერთო ამოცანაა. ეს ეპიდემიაც უნდა გადავლახოთ, აქაც უნდა გავიმარჯვოთ და ყველაზე დიდ გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ფრონტზე. აქ ერთობლივად უნდა ვიშრომოთ. რეალურად, ეს ყოველდღიურ რეჟიმში იყო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა