logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი მეზურნიშვილი: თხევადი გაზის 300 ლარიანი ტარიფი, რომელიც კომერციული მიზნებისთვის მიიმართებოდა, არ იცვლება, უბრალოდ  ხდება  ადმინისტრირების გაუმჯობესება
ირაკლი მეზურნიშვილი: თხევადი გაზის 300 ლარიანი ტარიფი, რომელიც კომერციული მიზნებისთვის მიიმართებოდა, არ იცვლება, უბრალოდ ხდება ადმინისტრირების გაუმჯობესება
20:20 11.06.2020
"სტატისტიკურმა მაჩვენებლებმა დაგვანახა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სოციალური გაზის ნაწილში, იმის მაგივრად, რომ ქვეყანაში გაზრდილი გაზიფიკაციის გამო მისი მოხმარება შემცირებულიყო, მოხდა პირიქით - მოიმატა. ეს იმას ნიშნავს, რომ არიან არაკეთილსინდისიერი მოთამაშეები, რომლებიც ამას ამბაჟებდნენ, როგორც სოციალურ გაზს და შემდეგ უკვე სარგებლობდნენ კომერციულ ნაწილში. ამის ადმინისტრირება წარმოუდგენელია, გარდა ერთისა, რომ ორეტაპიანი დაბეგვრა გახდეს ერთეტაპიანი. ამიტომ, ჩვენ ამას ვაკეთებთ და იქნება ერთეტაპიანი დაბეგვრა 300 ლარად", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა პლენარულ სხდომაზე საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილების განხილვისას, რომელიც ნავთობპროდუქტების აირების დაბეგვრის არსებული მოდელის სრულყოფას და სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მობილიზების ეფექტურობის ამაღლებას ითვალისწინებს.



მისივე თქმით, იცვლება მანკიერი პრაქტიკა, რომელიც შეიქმნა 2016 წელს, როდესაც დაწესდა აქციზი ნავთობპროდუქტებზე თხევადი გაზის მიმართულებით.



"ვფიქრობ, რომ დაშვებული იყო ძალიან სერიოზულ შეცდომა, როდესაც ჩვენ გავმიჯნეთ თხევადი გაზის ნაწილი. 300 ლარიანი ტარიფი, რომელიც იყო თხევად გაზზე დაწესებული, ჩვენ გავმიჯნეთ 120 ლარზე და 180 ლარზე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ 300 ლარი იყო კომერციული მიზნებისთვის, რომელიც მიდიოდა ე.წ მანქანებში ჩასასხმელად და 120 ლარიანი ტარიფი იყო შენარჩუნებული იმისთვის, რომ სოციალური გაზი ე.წ. ბალონებისთვის დაგვეტოვებინა და ხელმისაწვდომი ფასი გამხდარიყო მოსახლეობისთვის. 120 ლარს ვინც იხდიდა, იმას მიჰქონდა ბალონებში რეგიონებში, სადაც გაზიფიცირება ჯერ კიდევ არ იყო", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.



ირაკლი მეზურნიშვილმა, ასევე ისაუბრა კანონპროექტით გათვალისწინებულ მეორე ცვლილებაზე, რომელიც შეეხება ჩვეულებრივ ნავთობპროდუქტს 2901 უაქციზო კოდით.



"2016 წლამდე საქართველოში ეს პროდუქტი არ შემოდიოდა. 2016 წელს მოხდა, ეტყობა, ამის აღმოჩენა, როგორც შესაძლებლობა თხევადი გაზის სახით გამოსაყენებლად. ის არ იბეგრებოდა არც 120 ლარით და არც 300 ლარით. უბრალოდ, შემოჰქონდათ ეს კოდი და სარგებლობდნენ ამ შესაძლებლობით. მე არ ვიძახი, რომ ეს იყო უკანონობა, მაგრამ ეს იყო ერთგვარი ხვრელი, რასაც ჩვენ ვკეტავთ და ამ ყველაფერს ვარეგულირებთ. აქედან გამომდინარე, 300 ლარიანი ტარიფი, რომელიც კომერციული მიზნებისთვის მიიმართებოდა არ იცვლება, უბრალოდ ხდება ადმინისტრირების გაუმჯობესება", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.​





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა