logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: პირველი კვარტლის მონაცემებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის კუთხით ჩვენ სამჯერ და მეტად გადავაჭარბეთ 2019 წლის ფაქტობრივ მონაცემებს
ნათია თურნავა: პირველი კვარტლის მონაცემებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის კუთხით ჩვენ სამჯერ და მეტად გადავაჭარბეთ 2019 წლის ფაქტობრივ მონაცემებს
16:19 11.06.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, წელს პირველი კვარტლის მონაცემებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა გასული წლის შესაბამისი პერიოდის ფაქტობრივ მონაცემებს მინიმუმ 3-ჯერ გადააჭარბა. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პოლიტიკის და პროცესის მიმდინარეობის შესახებ ნათია თურნავამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა.

„ჩვენი პოლიტიკა სახელმწიფო ქონებასთან, მის პრივატიზაციასთან მიმართებაში არის - მაქსიმალურად, ყველგან, სადაც საქმე არ ეხება სტრატეგიულ ობიექტს, რომელიც მიზანშეწონილია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩეს, ყველგან უნდა ვეცადოთ, რომ ეს ობიექტები კერძო ინვესტორებს ჩაბარდეს და მოხმარდეს ეკონომიკას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. პირველი კვარტლის მონაცემებით ჩვენ პრივატიზაციის გეგმას არა უბრალოდ გადავაჭარბეთ, არამედ სამჯერ და მეტად გადავაჭარბეთ 2019 წლის პირველი კვარტლის ფაქტობრივ მონაცემებს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავა არსებული გამოწვევების ფონზე 2020 წლის პირველ კვარტალში პრივატიზაციის შედეგებს მისასალმებელს უწოდებს. „ეს მართლაც მისასალმებელია პანდემიის ფონზე, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ინერცია საკმაოდ პოზიტიური იყო - ბიზნესის დიდი ინტერესი გამოიწვია პროგრამამ "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს", რომელიც შარშან შემოდგომაზე დაიწყო“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამის მიუხედავად, მინისტრის განცხადებით, გლობალური პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკის სულ მცირე 4%-იანი შემცირება საინვესტიციო პროცესზეც აისახება, რომლის ნაწილიცაა სახელმწიფო ქონების პრივატიზება.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ოპტიმისტური პროგნოზი შესრულდეს, მაგრამ რეალისტური პროგნოზი, რომელიც ასახულია ბიუჯეტში, ისაა, რომ მცირდება ეკონომიკა, მცირდება ეკონომიკური აქტივობა და ინვესტორებისთვის, კერძო კომპანიებისთვის შედარებით უფრო რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ ობიექტის პრივატიზებასთან დაკავშირებით. ამის საპირწონედ ყველაფერს ვეცდებით, რომ ოპტიმისტური პროგნოზი გამართლდეს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩვენზე და ქონების მართვის სააგენტოზე დამოკიდებული, სადაც ძალიან კარგი პროფესიონალები მუშაობენ. ბევრი რამ გლობალურ პროცესებზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, პანდემიის გაძლიერების და მისი მეორე ტალღის შემთხვევაში ეს იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში პრივატიზების პროცესში მიიღონ მონაწილეობა, ისევე როგორც ქართველი ინვესტორებისთვის. „თუმცა, პირველი კვარტლის მაგალითი გვიჩვენებს, რომ მიუხედავად ამ სირთულეებისაა, ჩვენი გაძლიერებული მუშაობით უფრო მეტი შეგვიძლია, და ჩვენ ამას ვეცდებით“, - აღნიშნა მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა