logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დღეიდან სოციალური ბარათის მფლობელები სამედიცინო და სტომატოლოგიურ პროცედურებზე ყველაზე მაღალი ფასდაკლებით ისარგებლებენ
დღეიდან სოციალური ბარათის მფლობელები სამედიცინო და სტომატოლოგიურ პროცედურებზე ყველაზე მაღალი ფასდაკლებით ისარგებლებენ
14:00 11.06.2020
დღეიდან ლიბერთის და ევექსი კლინიკების ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის ფარგლებში, სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიის მიმღები პირები, სამედიცინო და სტომატოლოგიურ პროცედურებზე სპეციალურად მათთვის შემუშავებული, ყველაზე მაღალი ფასდაკლებით ისარგებლებენ. მომსახურების მიღება შესაძლებელია, მთელი საქართველოს მასშტაბით 6 რეგიონში, ევექსის 32 კლინიკაში და ქსელში არსებულ სტომატოლოგიურ კაბინეტებში.

15 ივნისიდან, პროექტის ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათების მფლობელები განახლებული პირობებით ისარგებლებენ. კერძოდ, ოჯახის ექიმის უფასო კონსულტაციის გარდა, მომხმარებელს 70%-იანი ფასდაკლებით გაუწევენ კონსულტაციას სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, ულიმიტოდ და შეუზღუდავად ჩაუტარდებათ ლაბორატორიული კვლევები 10-50%-მდე ფასდაკლებით, ექოსკოპიური კვლევები 30%-იანი ფასდაკლებით ჩატარდება, ხოლო კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და სტომატოლოგიურ მომსახურებაზე 50%-იანი ფასდაკლებაა დაწესებული.

„ერთობლივი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში უკვე არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ. შედეგად, ჩვენი მომხმარებლები, განსაკუთრებით კი საპენსიო ასაკის წარმომადგენლები, სხვადასხვა პრივილეგირებული მომსახურებითა და პირობებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სარგებლობენ. დღეს, განსაკუთრებით აქტუალურია ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ვიმედოვნებთ, რომ ევექსი კლინიკებთან თანამშრომლობით, ჩვენი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება სამედიცინო სერვისები" - განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

“პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გამოიკვეთა სამედიცინო სფეროს აქტუალობა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის საჭიროება. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა სამედიცინო სერვისები, დავნერგეთ დისტანციური კონსულტაციები და განვახორციელეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი. ლიბერთი ბანკისა და ევექსი კლინიკების თანამშრომლობა არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისაკენ, რომ სამედიცინო მომსახურება გახდეს მეტად ხელმისაწვდომი და ჯანმრთელობის დროული მონიტორინგის კულტურის დანერგვაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ“ - განაცხადა „ევექსი კლინიკების“ დირექტორმა, გიორგი გორდაძემ.



ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.
დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.

“ევექსი კლინიკები” საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ჯგუფი 2015 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი.

„ევექსი კლინიკები" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ფართო კლინიკების ქსელია. ქსელურობა კომპანიას საშუალებას აძლევს განახორციელოს პაციენტების ეფექტური მართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.evexclinics.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა