logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის რეკომენდაციები შემუშავდა
სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის რეკომენდაციები შემუშავდა
13:00 11.06.2020
ქვეყანაში სახელოვნებო და კულტურის ორგანიზაციების შემოქმედებითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, შემუშავდა „ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის“.

რეკომენდაციების თანახმად, ორგანიზაციებმა შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების და კულტურული ღონისძიებების გამართვის ყველა ეტაპზე მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ შემუშავებული რეკომედაციების მიხედვით.

რეკომენდაციები ითვალისწინებს სარეპეტიციო და სხვა შემოქმედებითი საქმიანობისთვის გასატარებელი ღონისძიებების დროს დეზინფექციისა და ჰიგიენის ნორმების დაცვას, ღონისძიებების (სპექტაკლი/კონცერტი) გამართვის მოსამზადებელ სამუშაოებს, რეკომენდაციებს/პროტოკოლს ღია და დახურულ სივრცეებში ღონისძიებების ჩასატარებლად, რეკომენდაციებს მუზეუმების/გალერეებისა და მუზეუმ-ნაკრძალებისთვის, დამატებით მოთხოვნებს გამოფენა-გაყიდვებისთვის და პერსონალის ვალდებულებებს.

შენობაში/ტერიტორიაზე აუცილებელია პირთა ნაკადის კონტროლი; ვიზიტორები დაიშვებიან მხოლოდ პირბადით და სოციალური დისტანციის დაცვით; დახურულ შენობებში მდებარე საექსპოზიციო დარბაზში ყოველ 5 კვადრატულ მეტრზე დასაშვებია ერთი ადამიანი. გიდით მომსახურების შემთხვევაში, ექსკურსიის ხანგრძლივობა დახურულ სივრცეში არუნდა აღემატებოდეს 1 საათს, ხოლო ვიზიტორთა ჯგუფში ადამიანების რაოდენობა ათს; ინტერაქტიული გაცნობის საშუალებების, ასევე აუდიო გიდის ყოველი გამოყენების შემდეგ აპარატურას უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია. სამუზეუმო მაღაზიის სივრცეში დაიშვება სამიადამიანი, სოციალური დისტანციის დაცვით.

დახურულ სივრცეებში თეატრების, ორკესტრების, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების, საბალეტო დასების, გუნდების და სხვა შემოქმედებითი კოლექტივების სარეპეტიციო საქმიანობის მიმართულებით შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად:

რეპეტიციები წინასწარ შემუშავებული გრაფიკით უნდა ჩატარდეს და მას ათი ადამიანი უნდა დაესწროს. სარეპეტიციო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს; ცვლებს შორის ინტერვალი კი მინიმუმ 1 – 1,5 საათს. ორკესტრის/გუნდის/მომღერალთა ანსამბლის სცენაზე განთავსების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს 2 მეტრის დისტანცია/ან გუნდის საფეხურეობრივი განლაგება დისტანციის დაცვით; რეპეტიციები, კონცერტები და სპექტაკლები მინიმალური რეკვიზიტით ჩატარდება. გამოყენებული რეკვიზიტსა და აპარატურას დეზინფიცირება დადგენილი წესით უნდა ჩაუტარდეს. გასახდელებსა და საგრიმიოროში მსახიობებისთვის ავეჯის განთავსებისას, დაცული უნდა იყოს უსაფრთხო დისტანცია; ასევე უნდა მოხდეს მსახიობების მიერ გამოყენებული საგრიმიორო ნაკრებისა დაკოსტუმების დეზინფიცირება.

რეკომენდაციები ღია სივრცეებში ღონისძიებების ორგანიზების შესახებ:
ღია სივრცეებში ღონისძიებების ჩატარების დროს ტერიტორია წინასწარ უნდა დასუფთავდესდა დეზინფიცირდეს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსაფრთხო (2 მეტრი) დისტანციისდაცვა, საჭიროების შემთხვევაში კი გამოყენებული უნდა იყოს დამცავი ბარიერები. მაყურებელთა სივრცისგან სპეციალური დამცავი ბარიერით, უსაფრთხო მანძილის მითითებით უნდა იქნას გამოყოფილი სცენა. სასცენო აპარატურა და მიკროფონები სადეზინფექციო ხსნარებით უნდა დამუშავდეს როგორც ღონისძიების დაწყებამდე, ასევე ღონისძიების შემდეგ.

კულტურის დახურული სივრცეებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აკრძალულია შენობაში სტუმრების შესვლა ნიღბების გარეშე. ღონისძიებების ბილეთების გაყიდვისას მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ელექტრონული სისტემა, ბილეთები სსალაროდან გაყიდვის შემთხვევაში, ნაღდი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით კი პლასტიკური ბარათით გადახდის სერვისი. მოლარე აღჭურვილი უნდა იყოს ხელთათმანებით, ხოლო სალაროსთან უნდა განთავსდეს ხელის სადეზინფექციო საშუალებები. სასცენო სივრცეში მინიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დეკორაციები დარეკვიზიტები; სტუმართათვის განკუთვნილი ადგილების გადანაწილება უსაფრთხომანძილის დაცვით უნდა მოხდეს. ღონისძიება ერთ მოქმედებად, ანტრაქტის გარეშე უნდა გაიმართოს და მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს, რომელიც მოიცავს სტუმრის შენობაში შესვლისა და შენობის დატოვების დროს. არ არის რეკომენდირებული სტუმართათვის ისეთი სერვისების (კვების ობიექტის, ფურშეტის) შეთავაზება, რაც უშუალოდარ უკავშირდება ღონისძიების მიმდინარეობას.

ქვეყანაში სახელოვნებო და კულტურის ორგანიზაციების, შემოქმედებითი საქმიანობის აღდგენის მიზნით, შეზღუდვების მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება კულტურის ორგანიზაციებს მოემზადონ გახსნის ეტაპისთვის და შემოქმედებითი საქმიანობა უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით განახორციელონ.

დეტალური ინფორმაცია ახალი კორონავირუსით(SARS-CoV-2) გამოწვეულინფექციასთან (COVID-19)დაკავშირებული ზოგადირეკომენდაციების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/Brdzaneba_01-227_Danarti_N25_Samuzeumo_Shemoqmedebii_Kulturuli.pdf

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა