logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: მისაღებია პრინციპი, რომ იყოს თანაბარი კონკურენციის პირობები
მამუკა მდინარაძე: მისაღებია პრინციპი, რომ იყოს თანაბარი კონკურენციის პირობები
17:32 10.06.2020
"საკითხი შეეხება პრივილეგიის გამორიცხვას და არა მინიჭებას. დღეს არის არათანაბარი პირობები და სწორედ შემომტანს, რომელსაც აქვს არათანაბარი პირობა, ოღონდ მისთვის პოზიტიურად, უთანაბრებთ ბუნებრივი აირის შემომტანის თუ მეწარმის ფინანსურ მდგომარეობას და მათ თანაბარი კონკურენციის პირობებში აყენებთ. ეს პრინციპი რა თქმა უნდა მისაღებია", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე "საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა.



მისივე თქმით, საკითხის გარშემო მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, თუმცა იმ მიზეზით, რომ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს კომიტეტის სხდომას პარლამენტის წევრი არ ესწრებოდა და ამიტომ არგუმენტები ვერ წარადგინა და ამის გამო უნდა მოხდეს საკითხის კვლავ პირველი მოსმენით განხილვა - საპარლამენტო ცხოვრებაში ასეთი რამ არ არსებობს.



"კომიტეტი ყველა მოსმენაზე ინიშნება ცალ-ცალკე და მეორედ, პირველი მოსმენით განხილვისთვის კომიტეტის სხდომა ვერ ჩაინიშნება. საპარლამენტო ცხოვრებაში ასეთი რამ არ არსებობს. გამოქვეყნებულია, დაანონსებულია, და როდესაც არის კომიტეტის სხდომა პარლამენტის წევრი უნდა მივიდეს და მიიღოს განხილვაში მონაწილეობა. მეორედ კომიტეტი დაინიშნოს იმიტომ რომ ვთქვათ, ახალი არგუმენტები გაჩნდა - ეს არ ხდება, მაგრამ ეს ხდება მეორე მოსმენის დროს. დანარჩენ შემთხვევაში თუ არის საკამათო საკითხები ამ საკითხებზე უნდა ვიკამათოთ. თუ პრინციპი მისაღებია საიმისოდ, რომ პირობების და მდგომარეობის გათანაბრება უნდა იყოს ამ შემთხვევაში აქ საწინააღმდეგო არავის უნდა ჰქონდეს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მან თხოვნით მიმართა კანონპროექტის ინიციატორებს, რომ საკითხის მეორე მოსმენით განხილვისთვის წარმოადგინონ კარკულაცია, მათემატიკური დათვლა - თუ რატომ ხდება მათი თანაბარ პირობებში ჩაყენება და რატომ მაინცდამაიც კონკრეტული თანხით. ვიცესპიკერმა ასევე ითხოვა განმარტება იმისა, თუ რატომ არ გაუძვირდებათ ავტომფლობელებს გაზის ფასი.



"პრინციპებს მხარს ვუჭერთ, მაგრამ მეორე მოსმენისთვის წარმოადგინეთ კარკულაცია, მათემატიკური დათვლა - თუ რატომ ხდება მათი თანაბარ პირობებში ჩაყენება და რატომ მაინცდამაინც ამ კონკრეტული თანხით. გთხოვთ, გათანაბრების პირობები წარმოადგინოთ მათემატიკური სიზუსტით, რათა არავის დარჩეს კითხვა, არავინ გამოიყენოს არც გასაკრიტიკებლად და ცუდ შემთხვევაში, არც სასპეკულაციუოდ. სუბსიდირება კარგია. კეთილი ნების გამოხატვაც კარგია, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ სუბსიდირება ხდება მოქალაქის მიერ მოხმარების შემთხვევაში, თუკი მას გარკვეულწილად, გაუძვირდება საფასური. მოვისმინე იმის არგუმენტაციაც თუ რატომ არ გაუძვირდებათ ავტომფლობელებს. წარმოადგინეთ უფრო მყარი არგუმენტები თუ რატომ არ გაუძვირდებათ ავტომფლობელებს გაზის ფასი. რამდენად ლოგიკურია რომ ეს გაზის ფასის გაძვირებას სხვა შემთხვევების დროს არ გამოიწვევს. არ დავტოვოთ სივრცე იმისთვის, რომ დარჩეს კითხვის ნიშნები", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა