logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: „აირჩიე ქართული“ არის მიდგომა,  რომელიც შიდა ტურიზმის მხარდაჭერის ფარგლებში, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის  სტიმულირებას
მამუკა მდინარაძე: „აირჩიე ქართული“ არის მიდგომა, რომელიც შიდა ტურიზმის მხარდაჭერის ფარგლებში, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებას
17:31 10.06.2020
- "აირჩიე ქართული" არის მიდგომა, რომლის მიხედვითაც შეუძლია აირჩიონ ქართული ტურისტული ობიექტები, ქართული სასტუმრო, ქართული ტურები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იმას, რომ ქვეყანაში ეკონომიკის სტიმულირება მოხდეს, სხვა საკითხების პოზიტიურად გადაწყვეტასთან ერთად, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოწოდებასთან დაკავშირებით ვიმოგზაუროთ და დავისვენოთ საქართველოში.



"შეუძლებელია პრემიერ-მინისტრს არ დაეთანხმო. ძალიან მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმის განვითარება და მეც ვუერთდები ამ მოწოდებას. მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ახერხებს დასვენებას, და ახერხებდნენ, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნებში პანდემიამდე, სულ რომ ხვალ გაიხსნას საზღვრები, ჩვენ, მოქალაქეებმა, მნიშვნელოვანი როლი უნდა შევასრულოთ ეკონომიკის გადარჩენაში და შიდა ტურიზმის არჩევით ხელი შევუწყოთ ამ ყველაფერს. "აირჩიე ქართული" არის მიდგომა, რომლის მიხედვითაც შეიძლება აირჩიონ ქართული ტურისტული ობიექტები, ქართული სასტუმრო, ქართული ტურები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იმას, რომ ეკონომიკის სტიმულირება მოხდეს სხვა საკითხების პოზიტიურად გადაწყვეტასთან ერთად", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.



მისი თქმით, "აირჩიე ქართული" არის მიდგომა, როდესაც მოქალაქეები ირჩევენ ქართულ ტურ ოპერატორებს, ქართულ ტურისტულ ობიექტებს, ისვენებენ ქართველები საქართველოში და ეს ხდება არა მხოლოდ მათი დასვენებისთვის, არამედ იმისთვის, რომ საქართველოშივე დაიხარჯოს მათი თანხები, რათა მოხდეს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები.



"ეს ხდება საქართველოსთვის და არა იმისთვის, რომ მაინც და მაინც აქცენტი იყოს კონკრეტული ადამიანების დასვენებაზე. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება სადაც უნდა იქ დაისვენოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - სულ რომ ხვალ შევძლოთ ჩვენ საზღვრების გახსნა და პანდემია საერთოდ აღარ იყოს - "აირჩიე ქართული" არის მიდგომა, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა