logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ირაკლი მეზურნიშვილი: ვარაუდი და მოლოდინი, რომ თხევადი აირის ფასები გაიზრდება, ნამდვილად არ არის
ირაკლი მეზურნიშვილი: ვარაუდი და მოლოდინი, რომ თხევადი აირის ფასები გაიზრდება, ნამდვილად არ არის
15:34 10.06.2020
"ვარაუდი და მოლოდინი, რომ ფასები გაიზრდება, ნამდვილად არ არის, შევისწავლე ბაზარი, ის მოცემულობა, რაც არის დღეს და ვფიქრობთ, რომ ეს ტარიფები არის სამართლიანი. შეგვიძლია, ამაზე დეტალური მსჯელობა გავაგრძელოთ",- ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონპროექტზე - "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის" მსჯელობენ. ცვლილება ბუნებრივი აირის დაბეგვრასა და აქციზის რეჟიმს უკავშირდება.

დეპუტატის განცხადებით, კანონპროექტთან დაკავშირებით, ხანგრძლივი და დეტალური მსჯელობა გაიმართა, სადაც მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა აღმოიფხვრას თხევადი გაზის დაბეგვრის მანკიერი პრაქტიკა.



"მთავარი პრინციპი არის ის, რომ ის მანკიერი პრაქტიკა, რაც არის თხევადი გაზის დაბეგვრის - ცალსახად უნდა აღმოიფხვრას და გასწორდეს. ეს არის ცალსახა ჭეშმარიტება. ახლა, როცა იბეგრება, სოციალური გაზი უფრო ძვირია, ვიდრე გაზი, რომელიც არის დასაბეგრი სამას ლარად. ელემენტარული მათემატიკაა. ჩვენ რისთვის დავტოვეთ 120 ლარი, რატომ გავმიჯნეთ ეს 2017 წელს? იმიტომ, რომ საქართველოში არ იყო ისეთი მაღალი დონის გაზიფიცირების არეალი და ამიტომ ჩვენ დავტოვეთ ეს შესაძლებლობა, რომ უფრო მიგვეწოდებინა ე.წ. სოციალური ბალონები მოსახლეობისთვის უფრო იაფად. მაგრამ ჩვენ ეს ფასი ვერ მივიღეთ და ჩვენ ამას ძალიან კარგად ვხედავთ დღეს, რა ფასადაც იღებს მოსახლეობა. ამიტომ, ვვარაუდობთ, რომ ფასი არ გაძვირდება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მინიმალური რისკი გაჩნდება, რომ ფასი გაძვირდეს სოციალური გაზის ნაწილში და ამაზე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური წერილი ეკონომიკის მინისტრისგან, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაძვირდება სოციალური გაზის ნაწილში, მოხდება აბსოლუტური, სრული სუბსიდია ამ ფასის. ამიტომ ამ ნაწილში ვართ სრულად დაზღვეულები. რაც შეეხება თვითონ თხევადი გაზის და ბუნებრივი გაზის ფასებს, ჩვენ ვალდებული ვართ, მივუდგეთ ობიექტურად. ეს არის ნავთობპროდუქტები, ნავთობპროდუქტებზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეწესებინა აქციზები და აქ არ შეიძლება რომელიმე ცალკეულ დარგს ჰქონდეს გარკვეული პრივილეგიები. ჩვენ თუ ვნახავთ მსოფლიოს, ევროპის პრაქტიკას, ცალსახად არის ის, რომ ბუნებრივ აირს გაცილებით უფრო ნაკლები საგადასახადო ტვირთი აქვს, ვიდრე ე.წ. თხევად აირს და ამისი პრაქტიკა და მაგალითები გვაქვს. ამიტომ, ეს მოცემული ტარიფი, რომელზეც შეგვიძლია, თავისუფლად ვიმსჯელოთ მეორე მოსმენაზე, ეს ტარიფი არის ობიექტური. მარტივად არის აქ საქმე, მთავარია, გავიგოთ პრინციპი, ვარაუდი და მოლოდინი, რომ ფასები გაიზრდება, ნამდვილად არ არის, შევისწავლეთ ბაზარი, ის მოცემულობა, რაც არის დღეს და ვფიქრობთ, რომ ეს ტარიფები არის სამართლიანი. შეგვიძლია, ამაზე დეტალური მსჯელობა გავაგრძელოთ",- განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა